მათ, ვინც არ ნებდება…

ეს მათ, ვინც არ ნებდება, არ ჩერდება, არ ეცემა…. მათ,  ვინც უკან არ იხედება და მხოლოდ წინ მიდის…  მათ, ვინც თავაწეულები, ამაყები და მუდამ ჰუმანურები არიან, ან ცდილობენ იყვნენ… მათ, ვინც  ყოველგვარი”ზედმეტი” ბარგის გარეშე უმსუბუქესად მიუყვებიან ცხოვრების დინებას და შიგადაშიგ იკარგებიან მაგრამ, მერე ისეთი ბრწყინვალებით ჩნდებიან ხოლმე რომ მზესაც კი შურს მათი…

გული გქონოდეთ მეგობრებო მუდამ თბილი და სხვა ყველაფერს ან ეშველება ან არა… რასაც ეშველება ხომ კარგი და რასაც არა, უბრალოდ ჩავუაროთ…ყველა აღმართს თუ დაღმართი მოსდევს არც ის დაგვავიწყდეთ პირიქითაც რომ ხდება–ხოლმე…

სიყვარულით თქვენი კუში!

***

დგას ტორერო კორიდაზე, 
ბრბო ყიჟინით ითხოვს: ,,ოლე!” – 
მთავარია ბრძოლა, თორემ 
ხარს ყასბებიც ჰკლავენ ხოლმე. 

მოვლენ ისე, როგორც წავლენ, 
წავლენ ისე, როგორც მოვლენ, – 
მთავარია ფრენა, თორემ 
ფრთებს ქათმებიც შლიან ხოლმე. 

ცა იჭმუხნის ხშირად წარბებს, 
მაგრამ მაინც გვწყალობს ობლებს, – 
მთავარია რაღაც გწამდეს, 
პირჯვარს ეშმაც იწერს ხოლმე!

/მორის ფოცხიშვილი /

3098135211_1_5_IFYH28s8

Advertisements

2 thoughts on “მათ, ვინც არ ნებდება…

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s