ჩემი ტკბილი “პრაღა”

აი ის გემრიელობა კვირის ქრონიკას რომ აგვირგვინებს ნამცხვარი პრაღაა, პირველად ორსულად რომ ვიყავი მაშინ გავსინჯე და მგონი მიტომაც მოვიმატე იმდენი ამ საოცარი ნამცხვრის წინაშე ყოვლად უძლური რომ ვიყავი 🙂 ბისკვიტი ჩვეულებრივია მაგრამ აი კრემი აქვს უგემრიელესი, კაკაოს არომატი შოკოლადის გემოს შტრიხებით და საოცარი ფორმით მოგაჯადოებთ დამიჯერეთ… უბრალოდ სცადეთ და დატკბით… ხანდახან ასეთი მაღალკალორიული საჩუქრებიც კი უნდა მოვუწყოთ საკუთარ თავს… ( კალორიებზე დიეტებზე სასწორზე და ა.შ.  ცოტა მოგვიანებით იყოს, აი ფსიქოლოგიურდ ვემზადები მაგ პოსტის დასაწერად გეფიცებით 🙂

10295725_635151946560963_4533639910800564218_n

რა დაგვჭირდება?  ერთი ფენისთვის საჭიროა :

  • 4 კვერცხი
  • 1.5 ჭ შაქარი
  • ნახევარი ქილა მაწონი სოდითა და ძმრით ან ერთი შეკვრა გამაფხვიერებელით
  • 2 ს/კ შესქელებული რძე
  • 2 ს/კ კაკაო
  • 2 ჭ პურის ფქვილი

იგივე შემადგენლობით მზადდება მე-2 ფენაც…. და აი ჯადოსნური კრემის მასალაც:

  • 3 ჭ რძე
  • 2.5 ჭ შაქარი
  • 5ს/კ პურის ფქვილი
  • 4ს/კ კაკაო
  • 200 გრ კარაქი

1526474_635152169894274_1878052472780830251_n

ე.ი.  ავურევთ ერთმანეთში მშრალ ინგრედიენტებს და გავხსნით ნელ-ნელა რძეში, მოვადუღებთ და გამუდმებით ვურევთ რომ არ მიიკრას,  როდესაც კრემი დუღილს დაიწყებს  და კარგად შესქელდება, გამოვურთავთ ცეცხლს და შევურევთ 200 გრ კარაქს ხის კოვზით.

ფენებს ვუსვამთ ცხელსავე კრემს, სულ მალე გაცივდება, ფორმას შეინარჩუნებს შეიკვრება და თქვენს სახლში კაკაოს საოცარი არომატი დატრიალდება….

Bon Appétit!

IMG_20140504_125513

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s