ზებრა, ზებრა ზებრუნია :)

ყველაზე მარტივი, სწრაფი ორგინალური და  გემრიელი ნამცხვარი, ჩემი აზრით ეს ზებრაა, ნამცხვარი რომლის გაფიქრებაზეც მაშინვე ბავშობა მახსენდება დედიკო, ჩვენი სამზარეულო და მისი ბედნიერი სახე… იმ დროს, ეხლა რომ ბნელ, მაგრამ მაინც ტკბილ 90-იანებს ეძახიან ზებრა ნამდვილად დიდებული დესერტი იყო მაშინდელი გაჭირვების და დაღლილობის ფონზე… თუმცა მე ვფიქრონ ის არასოდეს დაკარგავს აქტუალობას, განსაკუთრებით მათთვის ვინც სამზარეულოში მიმავალ გემრიელ გზაზე პირველ ნაბიჯებს დგამს, ან კიდევ მათთვის ვისაც სახლში პატარები ეხვევიან თავს და ათას სასუსნაოს ითხოვენ… ასეა თუ ისეა გემრიელი ზებრას რეცეპტი ჩემი შესრულებით ასეთია:

  • 5 ც კვერცხი
  • 150-200 გრ კარაქი
  • 2.5 ჩ/ჭ შაქარი
  • 200 გრ მაწონი
  • 2 ს/კ კაკაო
  • 4 ს/კ რძე ან წყალი
  • გამაფხვიერებელი და ვანილი
  • ფქვილი

345

კვერცხითა და შაქრით გაკეთებულ გოგლიმოგლს დავუმატებთ დარბილებულ კარაქს, მაწონს, გამაფხვიერებელს, ვანილს, ფქვილს და ნაზად ამოვურევთ ხის კოვზით, დახლოებით არაჟანივით  ცომი უნდა გამოგვივიდეს, (სისქეს ვგულისხმობ) რომელსაც 2 ნაწილად გავყოფთ და ნახევარს შევაზელთ 2 ს/კ კაკაოს.  ჰოდა აი ძალიან ლამაზად და ნელ-ნელა რიგ-რიგობით დავასხამთ საცხობ ფორმაზე თითო-თითო კოვზს, ჯერ თეთრ და მერე ყავისფერ ცომს…

ვაცხობთ 180 გრადუსზე 35-45 წთ…

აი რომ გამოცხვება ჭრილში სწორედ ასეთ ზებრა გამოგვივა… ჭიქა ჩაი, სასურველი სტუმარი და ათასი წვრილმანი ამბავი, სრული იდილიისთვის მხოლოდ ესღა დაგაკლდებათ…

Bon Appétit!

სიყვარულით თქვენი კუში…

Advertisements

4 thoughts on “ზებრა, ზებრა ზებრუნია :)

  1. Sophie Golden ამბობს:

    მადობა რეცეპტისთვის, კუში. მმმ, აუცილებლად უნდა ვცადო, როგორც კი დროს ვიხელთებ. ისე მიყვარდა ზებრა ბავშვობაში და მე თვითონ კი არასოდეს გამომიცხვია.

    Like

    • კუში–კუში ამბობს:

      ზებრა ნამდვილად ბავშვობის ნამცხვარია ჩემთვისაც და აი მართლა უმარტივესია…. ჩაისთანაც და ყავასთანაც უბრალოდ უნეტარესია… რომ გააკეთებ და პირს ჩაიტკბარუნებ გამიხსენე ❤

      Like

      • კუში–კუში ამბობს:

        უი ეს როგორ დამემართა, გამომრჩენია კარაქი 😦 ე.ი. 150-200 გრამი დარბილებული კარაქი უნდა, ადრე აერღუმელში როცა ვაცხობდი 180 გრადუსს ვაყენებდი, დაახლოებით 40–45 წთ ჭირდება, მაგრამ, მაინც შეამოწმე ნახევარი საათის შემდეგ ასანთის ჩხირით, შეიძლება შენი ღუმელი უფრო მძლავრია და მალე გამოაცხოს, ისე კი მინიმუმ 30 წთ უნდა! ველი ჩემო შედეგს 🙂 გემრიელად მიირთვი 🙂

        Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s