Happy B-day :)

დაბადების დღეს გილოცავ ძვირფასო!!!

თუკი რამ კეთილი ლამაზი და მშვენიერია ამქვეყნად მინდა შენ გისურვო, შენ რომელიც ერთხელაც კი არ მყავხარ ნანახი, ერთხელაც კი არ შეგხებივარ, არ ჩაგხუტებივარ და არ მოგფერებივარ, მაგრამ მიუხედავად ამისა გეუბნები რომ მიყვარხარ… არადა მართლა მიყვარხარ! საინტერესოა როგორ არა? ვფიქრობ უფრო ახლოს რომ ვიყოთ ერთმანეთთან (მანძილს ვგულისხმობ) ჩვენ საუკეთესო მეგობრები ვიქნებოთ უდაოდ, ამის საფიქრად არცთუ ცოტა მიზეზი მაქვს…

შენც 24 წლის ხარ, მეც 24 ის ვხდები, შენც იმ ბნელი მაგრამ მაინც ტკბილი 90-იანების შვილობილი ხარ მე რომ გამომზარდა, შენც პატარა და დახატული გოგონას დედიკო ხარ ისევე როგორც მე მყავს კუდრაჭა და ანცი გოგო… შენც მარტო ცხოვბრობ და უმკლავდები ცხოვრებისეულ სირთულეებს საყვარელ ადამიანთან ერთად ისევე როგორც მე, შენც გიყვარს ყველა ის ქალური “სისულელე” რაც მე, შენც უზომო სიამოვნებას განიჭებს გაზქურიდან გამობრძანებული პირველად გაკეთებული ტკბილეულის  სიფუმფულე როგორც მე მგვრის სახეზე ბედნიერ ღიმილს…შენც მხოლოდ იმ ერთისთვის ცდილობ ყველაფერს ვინც შენს “მეორე ნახევრად” ჩათვალე ( თუ პირვლად ?! ნუ როგორც არის 🙂 )

განსხვავებაც ბევრია ჩვენს შორის, მაგრამ მერე რა თუ შენ უცხო მიწის მზე დაგნათის თავზე და არ შეგიძლია საყვარელ ადგილებში გაირბინო მაშინ როცა მე ამას თვეში ერთხელ მაინც ვახერხებ,  მერე რა თუ შენ კეტებით გარბიხარ დილით სამსახურში და მე ბავშვობიდან დედის “კაკუნების” სიყვარულ–გამოყოლილი, ახლა უკვე სამსახურში “დრესკოდად” დამკვიდრებული მაღალქუსლიანებით, მერე რა თუ შენ კი არ მღერი გალობ, მე კი მხოლოდ მოსმენა შემიძლია, მერე რა … მერე რა… მერე რა…  მთავარია გული გულობდეს და დანრჩენი მჯერა შენც იცი…

მე შენ მიყვარხარ, იმიტომ რომ ჩემი ანაკოს “დაიკოს” დედიკო ხარ 🙂

hipster-girls-friends-best-friends-long-hair-Favim.com-630830

მე შენ ძალიან მიყვარხარ უნახავად და 3000 კმ–ის იქეთ, ვისაც არ გჯერათ გამატარეთ 🙂

ჰო და ასეთი ფოტო მინდა შენთან ერთად… ნეტავ როდის გვექბნება ეს სიამოვნება?! 🙂 მალე რა მალეე….

ყველაზე წრფელი და კეთილი სურვილებით შენი ვერა!

Advertisements

One thought on “Happy B-day :)

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s