ამბები, რომელსაც გულგრილად ვერ წაიკითხავ …

ორივე წიგნი ძალიან მცირე მოცულობისაა, უცებ წაიკითხავ, დაიწყებ თუ არა თავს ვერ დაანებებ, დაგივლის ძარღვებში და თან როგორ… 

რაღაც სიმბოლურად დაემთხვა, წინა პოსტში ვწერდი ქალები მიყვარს–თქო, ესაო–ისაო…. ჰოდა ეხლა წავიკითხე როგორ და რატომ არ უყვართ ქალები, როგორ იჩაგრებიან და იბრძვიან არსებობისთვის, ორივე ნამდვილი მონათხრობია, ორივეს გმირი ნამდვილად ისეთი ქალია მისაბაძ მაგალითად რომ გამოგვადგება… ერთი გოგონა პალესტინის მიუვალი სოფლიდანაა, მეორე საფრანგეთის მაღალმთიან სოფელ ევოლენიდან, ორივემ მოუშუშებელი იარებითა და გულისტკივილებით სავსე ცხოვრების გზა გამოიარა, მაგრამ არც ერთი დანებდა და არც მეორე, ისინი თავიდან დაიბადნენ, ფენიქსივით ფრთები შეისხენ, დაჯდნენ და ამბავი დაგვიწერეს იმაზე თუ როგორ გადავრჩეთ და არ დავხაროთ თავი ქალებმა, როგორ ვიპოვოთ და შევიყვაროთ საკუთარი თავი უსამართლო სამყაროში, როგორ ვიშრომოთ და ვიბრძოლოთ დაღლილებმა….PicMonkey Collage

სუადი 17 წლის გოგოა რომელიც პალესტინაში არსებული “ღირსების დანაშაულის” ადათის მსხვერპლია, ის სიყვარულის მსხვერპლია დამწვარი და თავიდან დაფრთიანებული ფენიქსივით, მარი მეტრაიე 8 წლიდან ჯოჯოხეთის, კატეხიზმოს და ჯოხით ცემის მონაა, რომელმაც თავი გაინთავისუფლა “სექტანტი მონაზვნებისგან დეფორმირებული” დედისგან და ოჯახში გამეფებული აბსურდული წესებისგან რაც თავის თავში ქალიშვილის მხოლოდ მოსამსახურედ აღქმას მოიცავდა.

სუადი მწარე რეალობას ჰყვება:

 ჩემს სოფელში ქალად  დაბადება  წყევლის  ტოლფასია“ /ჩემს  სოფელში  კაცს  არჩევანი, რომ ქონოდა  ქალიშვილსა  და  ძროხას  შორის, ძროხას  აირჩევდა. მამაჩემი  არ  იღლებოდა  ერთისა და იმავეს  გამეორებით : – ძროხა  რძესა  და  ხორცს იძლევა; რისი გაკეთება შეიძლება რძითა და ხორცით? ფულის, რადგან რძესაც ფასი აქვს და ხორცსაც. გამოდის, ძროხა ოჯახს არჩენს.რისი გაკეთება შეუძლია  ქალს? არაფრის. რისი მოცემა შეუძლია ცხვარს? მატყლისა და შალის. გარდა ამისა, ცხვარი იზრდება და სხვა  ცხვარს  აჩენს, იწველის  რძეს და  ყველის გაკეთებაც  შეუძლია. ყველი  იყიდება  და  კიდევ  მეტი  ფული  შემოდის  ოჯახში. გამოდის, ძროხა  და ცხვარი ქალზე უფრო გამოსადეგია.“ / „ჩვიდმეტ  წლამდე  იმ რწმენით  ვიცხოვრე, რომ  ქალი ვარ და ჩემი ფასიც პირუტყვზე გაცილებით ნაკლებია…“

 არც მარი ჩამორჩება მტკივნეული მონათხრობით

 რვა  წლისა მე უკვე ჯოჯოხეთის ქვაბში ვიხარშებოდი,კატეხიზმოთი  მსჯავრდადებული. ჩვენ  გვასწავლიდნენ, რომ სატანას  შვილები  ვიყავით  და  მხოლოდ  ჯოხის ცემას  ვიმსახურებდით” /  “როცა  იმ  დროებაზე  ვფიქრობ, მეტირება. ქალიშვილს  ყველაფერი  უნდა  ეკეთებინა, მოსამსახურესავით  იყო. დედაჩემს  ვაჟიშვილები  განსაკუთრებით  უყვარდა. დედა  ყველაფერს  მოითხოვდა  ჩემგან, სანაცვლოდ  კი  ბევრს  არაფერს  მაძლევდა, მისი  ხელქვეითი  ვიყავი. “ბიჭებს  არაფერი  შეუძლიათ,მათ  ცხოვრებისთვის  ვზრდით, გოგოები  კი  უნდა  გვემსახურონო”-ამბობდა...

ეს არაფერია იმასთან რასაც ისინი გვიყვებიან შავი ასოებით თეთრ ფურცლებზე,  ბოლო აკორდად ამ ნაწერებს სისხლის წითელი წვეთები გასდევს, არა კი არ ჩანს მაგრამ ეს ისე ცხადია რომ…

სუადს დაეხმარნენ, თავიდან ასწავლენ ანბანიდან დაწყებული სიარულით დამთავრებული ყველაფერი, მარიმ თავის თავში იპოვა ძალა, ღმერთი და რწმენა, სუადმა,  მიუხედავად დამწვრობისაგან დარჩენილი ნაწიბურებივით მოუშორებელი სულიერი იარებისგან ოჯახი შექმნა და შვილები აღზარდა, მარიმ დამოუკიდებლობა მოიპოვა, სულიერიც და ფინანსურიც 25 წლის ასაკში ის ყველაფრის მმართველ ძალად იქცა და სულაც არ შეუშინდა მძიმე შრომას მრავალი  დამცირების ფონზე.

ყველა წინადადება და აბზაცი ორივე წიგნში სავსეა მძიმე ამბებით, ტკივილით და უიმედობით… ასეთი ამბები სამწუხაროდ დღესაც ხდება და ბევრს არ უმართლებს… ბევრი მათგანი დღეს აი ახლა, ამ წამს იჩაგრება, მაშინ როცა ჩვენ ამ წიგნებს ან პოსტს ვკითხულობთ, ჩვენ არ ვიცით მათი სახელები, სახეები, მიზეზები… მაგრამ ვიცით რომ  არსებობენ და ქრებიან… უკვალოდ და უძეგლოდ…

მარის აზრით “რაღაც მომენტიდან მარტომ უნდა იარო, დატოვო ყველა მშველელ-დამხმარე. ეს სიმწიფის ნიშანია, თან, სწორედაც, სულიერი სიმწიფის”… საბოლოოდ ორივე გადარჩა, ორივემ იპოვა  ძალა საკუთარ თავში და მარტო გაუდგნენ გზას ამ უკიდეგანოდ სასტიკ სამყაროში…  

ნეტავ რამდენი შეძლებს  კიდევ ამას მანამ, სანამ ესმით, სანამ ხედავენ, სანამ სუნთქავენ ?! 

10945

Advertisements

25 thoughts on “ამბები, რომელსაც გულგრილად ვერ წაიკითხავ …

  1. SopHia! ამბობს:

    სუადის ისტორია ჩემი ტკივილია,რომ ვკითხულობდი ისე განვიცდიდი მეგონა ყველაფერი რაც მას გადახდა და გადაიტანა მეც იგივე მემართებოდა.

    ლეილა – ” ცოცხლად დამწვარი ” წაიკითხე თუ ჯერ არ გაქვს წაკითხული. ისეთი მძიმე ისტორია არ არის,როგორიც სუადის,მაგრამ მაინც ძალიან ტრაგიკულია…

    Like

  2. tami ამბობს:

    ღიმილის მტვერი არ წამიკითხავს თუმცა სუადის ისტორიამ ჩემზეც ძალიან იმოქმედა, განსაკუთრებით დასასრული იყო მტკივნეული და აღსაფრთოვანებელი ჩემთვის.

    Like

      • tami ამბობს:

        ხო აუცილებლად , როცა მოუწევს რიგი, ჯერ იმდენია წინ-მაგრამ ამას შევიძენ და რიგში ჩავაყენებ.<3 მადლობა.

        Like

      • tami ამბობს:

        აჰ დიდი არაფერი არ მიყიდია, ძირითადად მაღაზიიდან მომაქვს წიგნები ისე ვკითხულობ და მერე უკან ვაბრუნებ:დ ფულიც მეზოგება.
        აბა ჩემნაირ მანიაკს მთელი ფული წიგნებში მეხარჯებოდა, როცა წიგნის მაღაზიაში არ ვმუშაობდი/:ეხლა იოლად ვთოკა თავს-“ამას მაღაზიიდან წამოვიღებ” გავიფიქრებ და აკანკალებული ხელებით ვაბრუნებ წიგნს ადგილზე.

        Like

      • კუში–კუში ამბობს:

        ჩათვალე ძალიან მდიდარი ხარ!!! ნეტა მეც ეგრე ვმუშაობდე რამდენი დამეზოგებოდა 😦 მაგრამ წიგნებში გადახდილი თანხა არ მენანება… თუმცა ერთი ძალიან დიდი ტკივილი მაქვს , სულ ყუთებით მიწყვია წიგნები, თაროებამდე ვერ მივაღწიე, რომ გავაკეთო, კარგის და უცხოს გაკეთება მინდა და ამიტომ თორემ “მამაპაპური” ეხლაც ბევრი იყიდება… როდის გამოვფენ ნეტა ჩემს “თოჯინებს” 😦

        Like

      • tami ამბობს:

        ხო , ყველას უკვირს როგორ მუშაობ ასე ცოტა ხელფასზეო, არ ესმით რომ სულიერ მოთხოვნილებას ვიკმაყოფილებ, სამწუხაროდ ცოტა დრო დამრჩა:( გამიჭირდება ამ სამოთხის მიტოვება , მაგრამ მომიწევს

        Like

      • კუში–კუში ამბობს:

        სამწუხაროა მაგრამ უნდა წინ წახვიდე და რარაცნაირად ერთ ეტაპს მეორე ცხლის, თითოეულს ეტაპს კიდევ მედალივით მუდამ ორი მხარე აქვს და ა. შ…

        Like

      • tami ამბობს:

        წიგნებში გადახდილი თანხა არ მენანება რა თქმა უნდა, ჩემი კოსმეტიკის და ტანისამოსისთვის გამოყოფილი თანხები მაინც წიგნებში მეხარჯება. მანიააა ერთგვარი

        Like

      • კუში–კუში ამბობს:

        კოსმეტიკაში არ მემეტებაა 😦 აი რა ვქნააა 😦 ტანსაცმელში ნუ ჰო მაგრამ აი კოსმეტიკაში ყველაზე ნაკლებად…. 😦 არადა არ ვარგა იცი ასე … 😦

        Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s