წერილი ადამიანს, რომელსაც ცხოვრებაში რთული პერიოდი აქვს…

 

წერილს ვწერ საკუთარ თავს, როგორ ეგოისტურად და ამაზრზენადაც  არ უნდა ჟღერდეს არ მინდა ამ წერილის ადრესატი მე ვიყო მაგრამ ცხოვრება ნამდვილი მოულოდნელობებითა სავსე და…   ყველაზე ძვირფასი ყველაზე ლამაზი ყველაზე ნამდვილი და მნიშვნელოვანი ჩემს ცხოვრებაში ეს ჩემი შვილია, რომელსაც ახლა ძალიან უჭირს… მისი პატარა გული ძგერს მაგრამ როგორ, ამაზე ველოდები პასუხს ყოველ წუთს…მტკივა ყველაფერი, გული მეკუმშება, ცრემლები მელევა… რა ვუყო ჩემს პაწიას… რით ვუშველო ჩემს ანგელოზს…

იმედებს ვიტოვებ… ღმერთი არ გამწირავს მჯერა… ძალიან მინდა მჯეროდეს!

ამქვეყნად ყველაზე ყველაზე ყველაზე გულნატკენი და დარდით სავსე , სასწაულის მომლოდინე ქალი და დედა…

p.s.  ძალიან მინდა რომ ერთ საღამოს მე და ჩემი მეგობრები დავსხდეთ და ეს საშინელი კვირა, რომელიც არც მათთვის ყოფილა სასურველი, უბრალოდ გავიხსენოთ როგორც ცხოვრების მწარე მაგალითი…

…………………………………………………………………………………………………………………………………………………………..

5 thoughts on “წერილი ადამიანს, რომელსაც ცხოვრებაში რთული პერიოდი აქვს…

  1. ეკა

    არ ვიცნობთ ერთმანეთს,მაგრამ შენს გვერდით მიგულე.ზუსტად ვიცი რას გრძნობ ახლა.მე მგონი ყველა დედამ იცის.აუცილებლად,აუცილებლად კარგად იქნება შენი პატარა.მთავარია გამაგრდე.მეტის გაგებას ვისურვებდი ბავშვის შესახებ,მაგრამ… აუცილებლად კარგად იქნება ბავშვი.არ ვიცი რა დავწერო მეტი,მთელი გულით და სულით გფისურვებთ საუკეთესოდ ყოფნას.

    Like

    Reply
    1. კუში–კუში Post author

      გაიხარეთ ასეთი მხარდაჭერისთვის და თანაგრძნობისთვის, ალბათ ამაზეც დავწერ ვრცლად ერთ დღეს…. უბრალოდ ახლა არ შემიძლია… ბედნიერ ახალ წელს გისურვებთ1

      Like

      Reply

Leave a comment