“ნუ მოკლავ ჯაფარას”…

სულ პატარა ვიყავი ბებომ ორი თხელი წიგნი რომ დამიდო საწოლთან და მითხრა აუცილებლად wpid-972315019652720565_656447904.jpgწაიკითხე, მოვა დრო და გამიხსენებო… მაშინდელი წაკითხულიდან დიდი დასკვნები ვერ გამოვიტანე ასაკიდან გამომდინარე,   წიგნის მთავარი გმირის არ იყოს მხოლოდ მრავალი წლის შემდეგ მივხდი რა გულისხმობდა ბებო…

ჰარპერ ლის “ნუ მოკლავ ჯაფარას”  ძალიან ბევრ რამეს გაახსენებს მონდომებულ ადამიანს, ძალიან ბევრ რამეზე დააფიქრებს და მცირედით მაგრამ მაინც შეცვლის მის ყოფით აზროვნებას…

ყველანი რომ ბავშვობიდან მოვდივართ არავისთვისაა უცხო, მაგრამ ხშირად გვავიწყდება თუ ვივიწყებთ ამ ამბავს მთელი რიგი მიზეზების გამო, ყველაფრით აღტაცების და ცელქობის მიძინებულ სურვილების გამოღვიძებაზე არასოდეს დაფიქრდები ამ წიგნის ფურცლები თუ არ გადაშალე, კაცობრიობის ბნელ წარსულზეც არ შემოგაწვება დარდი დღეს თუ არ მოუსმენ პატარა ჭყიტას თვალით დანახულ ურთიერთობებს თეთრ და ფერადკანიან ადამიანთა შორის, დიახ არ გაგახსენდება ის რომ დღეს ასე ჰუმანური და ტოლერანტობის მქადაგებელ ამერიკაში ის ხანაც არსებობდა როცა ხალხს კანის ფერით იმდენად არჩევდნენ საპირფარეშოების გაყოფაც  კი ეთაკილებოდათ  ფერადკანიანთათვის…

თუ არ გადაშალე ამ წიგნის ფურცლები ვერასოდეს ვერ შეიგრძნობ მამაშვილური სიყვარულის ასე ფაქიზ გრძნობას… ვერასოდეს აღმოაჩენ რომ მამა ეს ყველაზე ძლიერი საყრდენი და საძირკველია იმ კედლისა რომელსაც ადამიანობას უწოდებენ,  სულერთია გყავდა თუ არა მამა, გახსოვს თუ არა ის, ცაში ანგელოზად გაგიფრინდა თუ ამქვეყნად შენგან დამოუკიდებლად დახეტიალობს, წაიკითხე ეს წიგნი და იმ კაცს იპოვი ვექილ ატიკუს ფინჩის სახით როგორ მამაზეც ოდესმე გიოცნებია… ყველაზე ძლიერი, ყველაზე მამაცი, ყველაზე მართალი, ყველაზე მზრუნველი, ყველაზე კეთილი ეს ხომ ატიკუს ფინჩია,  ორი საუკეთესო ბავშვის “ჭყიტასა” და ჯემის მშობელი… ყველა ბავშვის მშობელი მამა…

Harper+Lee+FILE+50+Years+Since+Release+Film+BSZB6cL_vibx

ნაწარმოები ორი ნაწილისგან შედგება და ერთი მეორის ლოგიკური გაგრძელებაა სხვადასხვა ამბით, დასაწყისში ყველაზე საშიში და ამაზრზენი არსება შეიძლება ბოლოს მფარველ ანგელოზადაც კი მოგევლინოს, ასეა ყოველთვის თუ ცოტას მაინც მოინდომებ, შეიძლება დიდი სახლის საშიში კელდის იქეთ სიკეთის უსაზღვრო წყარო აღმოაჩინო… უბრალოდ უნდა გჯეროდეს და გიყვარდეს სიკეთე, ადამიანი და ჯაფარა, რომელიც მღერის და გვართობს… ! ნუ მოკლავ ჯაფარას და ნუ დაუშავებ ნურავის ნურაფერს…. უბრალოდ გიყვარდეს…

ჰარპერ ლი ჩემს ბებოს რაღაცით ჰგავს  ამ სურათში, ალბათ სიკეთით სავსე ღიმილით…  ძალიან მენატრება…

P.S. მადლობა მამაჩემს  იმისთვის რომ ამ წიგნის კითხვისას ვიყავი ამაყი, რომ მეც მყავს მამა ისეთი დიადი, როგორიც ატიკუს ფინჩია და რომ ის ნამდვილია, მადლობა იმისთვის რომ ძალიან ვუყვარვარ და  და ყოველთვის როცა მის ცისფერ მზიან თვალებს  ვხედავ  ვგრძნობ მისთვის დღესაც ჭყიტასავით პატარა გოგო ვარ, მზრუნველობის და მოფერების მოყვარული პატარა კნუტი… ეს წიგნი ჰარპერ ლიმ ფაქტობრივად მამაზე დაწერა, მე წიგნს ვერ დავწერ მაგრამ… როგორც მახსოვს ეს ლექსი ნიშნიანიძისაა,  მე ვიპოვე და ახლა  შენ გიძღვნი :

“როცა ტოლები ვახსენებთ მამებს,
ცა გამეხსნება მაშინ…..
ვერავინ მეტყვის მე ისეთ რამეს,
ცრემლი მომადგეს თვალში…
ცრემლი მომადგეს,თავი დავხარო
სინანულით და წყენით…
ო,როგორ მინდა კრძალვით გახარო,
“მუდამ ვამაყობ შენით”…
ტრიალებს ქვეყნის მაშველთაგანი
და არ გაშინებს დაღლა..
მეამაყები მხოლოდ ამგვარი,
როგორიცა ხარ ახლა…
ვიცი,ხანდახან გიმძიმს ძალიან..
ამოიხვნეშებ წამით…
იქნებ ეს ზოგჯერ ჩემი ბრალია
და მაპატიე,მამი…
დედას რომ უფრო ვეალერსები,
გაჯავრებული ნუხარ..
არ იწერება თქვენზე ლექსები
და მე ამაზე ვწუხვარ..
ნელინელ მიაქვთ წლები მზის წლები
ჩვენზე ზრუნვას და ამაგს..
მიყვარხარ,დედის გულს გეფიცები,
ჩემო კეთილო მამავ…”

Advertisements

4 thoughts on ““ნუ მოკლავ ჯაფარას”…

    • კუში–კუში ამბობს:

      დიიდიი მადლობა ასეთი სასიამოვნო კომენტარისთვის და მინდა გითხრა რომ შენი ბლოგის ერთგული მკითხველი ვარ უბრალოდ კომენტარებს ვერ გიტოვებ… გმიხარდება აქ შენი კვლავ სტუმრობა 🙂

      Like

  1. maitoo ამბობს:

    ამ სურათზე უცებ მართლა თავად ჰარპერ ლი მეგონა.
    თუ ეს შენი ბებოა, მართლა ძალიან მგვანებია.

    მეც ძალიან მიყვარს ,,ნუ მოკლვა ჯაფარას”.
    კიდე წავიკითხავ, კიდე და კიდე. იმიტომ კი არა, რომ რამე დამავიწყდა და მინდა, გავიხსენო. უბრალოდ, ამ წიგნში კიდევ უფრო ბევრი რაღაც წერია, ვიდრე მე წავიკითხე და გავიგე. ასე რომ მინდა, ბოლომდე გავიაზრო და ბევრ რამეზე დავფიქრდე.

    არ ვიცი, ეს წიგნი რო არ წამეკითხა, რა მეშველებოდა : )

    Like

    • კუში–კუში ამბობს:

      თავად ჰარპერ ლი ამ სურათზე, ისე კი ნადვილად გავდა ჩემი ბებო ძალიან… ისე მიყვარს ეს წიგნი რომ უსასრულოდ შემიძლია ვიკითხო… სიტყვებით მ,აინც ვერ გამოვხატავ ბოლომდე ჩემს გრძნობებს…

      Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s