ლეგენდები “ტყეების მეფე”

ყველა ქართველმა იცის ვინ იყო დავით მეფე აღმაშენებელი, როგორ ააშენა და დაამშვენა ჩვენი საქართველო, გადაჭიმა ნიკოფსიიდან დარუბანდამდე და სიცოცხლის ბოლოს” გალობანი სინანულისანი” დაგვიწერა და დაგვიბარა “ფეხი დამადგით გულზე ყოველმანო”… მაგრამ როცა ხელში ჩამივარდა დათო ტურაშვილის “ტყეების მეფე” ანუ ლეგენდები დავით აღმაშენებელზე მე სულ სხვანაირი დავითი გავიცანი, მასთან ერთად ვითამაშე, ვიცელქე, ვიმეფე, ვიბრძოლე, მიყვარდა და მტკიოდა…

წიგნში ძალიან კარგაა მოთხრობილი თუ როგორ ედგნენ გვერდით მეფეს უფლისწულობიდან მონასტრისკენ მიმავალ გზამდე მეგობრები, როგორ ნელნელა შემოეფანტა ცხოვრების გზაზე, ზოგიც ომში და ზოგიც დარდში, ასეთ მეფეს აღმზრდელიც რომ დიდებული ჰყავდა ჭყონდიდელი ეს ყველამ ვიცით, ცოტა როდი იყო მისი ღვაწლი ქვეყნის წინაშე… მაგრამ არასოდეს მსმენია ისტორიის წიგნიდან შულიაზე, ღიშპანელზე,  მინდობაი არაბიძეზე, ბივრიტელსა და გორდოზე, არაფერი გამიგია იმაზე თუ რამხელა სიყვარული და ერთგულება შეძლებია მეფეს მხოლოდ ერთი ყივჩაღი ქალისა – გურანდუხტი, არადა მხოლოდ ის ვიცოდი რომ ის იყო დედოფალი. … გულით ნატარები გამჭკნარი ყვავილის კონა უფრო მეტს ამბობს ვიდრე ისტორიის მთელი ტომები…  ქართველი ქალების შეუპოვრობაზეც ბევრია ნათქვამი და ამის დასტურად აქვეა საბედოც სიკვდილის ანგელოზი მთელ მის რაზმთან ერთად  რომ იბრძოდა საქართველოსთვის…  დიდგორის ომის მთელი ქარცეცხლი… ქართველი მებრძლოლი ბერების თავგანწირვა და ტრიუმფალური გამარჯვება , რომლის იქეთაც აღარაფერი გაოცებს ადამიანს ასე მგონია….

ყველაზე მეტად მტკიოდა მეფის კედელი, მე არ ვიცი მართლა არსებობდა თუ არა ის კედელი, სავსე ნახშირის ხაზებით მაგრამ მე ვიცი რომ ის რაც იმ დროს არ დაწერილა და ვერ დაწერილა, ახლა იწერება და ჩვენ ყველამ უნდა წავიკითხოთ, დიახ, აღმაშენებელი ვუწოდეთ, წმინდანად შევრაცხეთ, ლექსებს ვწერთ და  ვყვებით  მასზე მაგრამ მაინც არ კმარა, ის ისეთი დიდი და დიადია არასოდეს დაილევა, ლეგენდებად იარსებებს და ყველას გულს დაიპყრობს მისი სიკეთე…

PicMonkey Collage

მადლობა მწერალს, ისტორიის ასე თანამედროვედ და გულში ჩამწვდომად გაცოცხლებისთვის… არც ცრემლი დამიკლია კითხვის დროს და არც ღიმილი… სცენარიაო წერს წინასიტყვაობად და ვინ იცის იქნებ ფილმადაც ვიხილოთ ოდესმე… ბევრი ისტორიული გმირი გვინახავს გაცოხლებული ჯადოსნური ყუთის ეკრანზე დიდი წარმატებით, ამ სცენარსაც ვუსურვოთ წარმატება და დაველოდოთ იქნებ  ოდესმე ფილმმაც შეძლოს ჩვენთვის ტანში ჟრუანტელის დავლა, მანამდე კი სახელი კმარა ჩემი აზრით მთელი რიგი განცდებისათვის – “ტყეების მეფე” დავით აღმაშენებელი!!!

Advertisements

4 thoughts on “ლეგენდები “ტყეების მეფე”

  1. rusa111 ამბობს:

    კარგია, ეროვნულზეც უნდა ვწეროთ, მაგრამ ზომიერად… ეს შენ არ გეხება,ისე ვამბობ. დრეს ან მარცხნივ გარბიან, ან მარჯვნივ…

    Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s