წერილი საყვარელ მეგობარს…

პირველი წერილი საყვარელ მეგობარს უნდა მივწერო ჩემი წერილების “კალათიდან”…ზუსტად ვიცოდი რომ შენ მოგწერდი, 2 დღეა მინდა დავიწყო წერა და ვერ დავიწყე, მაგრამ გუშინ შენი წერილი მომივიდა, ღამით წავიკითხე და მას შემდეგ გვერდით მყავხარ თითქოს…მწერ რომ ჩემთვის სულ გამოძებნი დროს რომ მითხრა როგორ გიყვარვარ და სულ გექნება ადგილი შენს გულში, მერე კოცნას მიგზავნი და გეფერებიო მწერ… მე კი ამ დროს შენი კულულა თმების სინაზეს და სურნელს ვგრძნობ…ზუსტად იგივე სიტყვების მოწერას ვაპირებდი როცა ამ წერილების წერაზე დავიწყე ფიქრი… გულმა გიგრძნო და დამასწარი ალბათ….

ახლა ჩვენთან ისე წვიმს, ვფიქრობ ცა ჩვენს სიშორეს გლოვობს ალბათ… ოქტომბრის წვიმით წიგნებით ხელში რამდენჯერ გავწუწულვართ ვინ იცის ალბათ, მჯერა არ დაგვიწყებია ერთად გათოშილი ბეღურებივით რომ ვკანკალებდით ჩვენი ქალაქის სევდიან ქუჩებში, შენთან ერთად ხეტიალი რომ მენატრება აი იმ ქუჩებში…

შენს ოთახში გულიდან ამოსული დარდების, ფიქრებისა და ჩემი ტკივილის გადმოფრქვევა მენატრება, შენი რჩევები მჭირდება, უნივერსიტეტის გაყინულ აუდიტორიაში უთავბოლოდ ათას რამეზე ტიკტიკი მენატრება, ბებიაშენის გაკეთებული ბადრიჯნის სალათი და შენი ხელით დამცხვარი მჭადები მენატრება…ბევრი რამ მენატრება ასე რომ ჩამოვთვალო სათითაოდ ეს პოსტი კი არადა ეს ბლოგიც არ ეყოფა…უბრალოდ ძალიან მენატრები, შენთან დაკავშირებული განცდებით და ემოციებით ისევ სავსეა ჩემი არსება  და ალბათ ესაა ის რასაც ნამდვილ მეგობრობას უწოდებენ!  ათასი მადლობა ამისთვის და არა მარტო ამისთვის!

სულ ვფიქრობ ახლა როგორ ატარებ დღეებს, სად გეჩქარება, სად გაგვიანდება, ვინ გელოდება, ვის ელოდები, როგორ ცხოვრობ შენს ნაპოვნ სიყვარულთან ერთად, რა გერთულება, რა გემარტივება… რით გაგახარო ან რით განუგეშო როცა გჭირდება ან როდის გჭირდება მინდა ვიცოდე მაგრამ ამის  შესაცნობად ძალიან შორსა ხარ ჩემგან… რაოდენ წინაც არ უნდა წავიდეს ცივილიზაცია, რა აპარატი ან ქსელიც არ უნდა გამოიგონოს ადამიანის უგზო–უკვლოდ განვითარებულმა გონებამ, ის მაინც ვერ შეცვლის ერთმანეთთან ყოფნით გამოწვეულ ტკბილ შეგრძნებას, სწორედ ეს შეგრძნება მენატრება და მჯერა რომ ოდესმე ან იქნებ მალეც, ისევ განმიახლდება, ტანში ჟრუანტელად დამივლის და წამში შევერწყმებით ისევ ერთმანეთს ისე, თითქოს წლების წინ კი არა რამოდენიმე საათის წინ დაგშორდი ჩვენი ბებერი უნივერსიტეტის დიდ ჭიშკართან…

სწორედ იმიტომ ვარ სულით მდიდარი და ბედნიერი რომ შემოდგომის ერთ ცივ საღამოს დაღლილს და სევდიანს  უნდა მჯეროდეს რომ ყოველთვის  ველოდო წერილს მეგობრისგან, სადაც ეწერება რომ ჩემთვის სულ გამოძებნის დროს და რომ ვუყვარვარ მის პატარა, მაგრამ წრფელი გრძნობებით სავსე გულში…  რა დავამატო???  უბრალოდ გეტყვი: მე შენ მიყვარხარ ჩემო საუკეთესო მეგობარო!!!  სულ გელოდები და დაგელოდები, როდის შემოაღებ ისევ ჩემი გულისა და სახლის კარებს, რომელსაც არასდროს ადევს საკეტი შენთვის…

e1f947b5a62d90e0e9693096c4b93f68

P.S. როცა ძალიან მიჭირს ხოლმე იცოდე ჩემს ფიქრებში ყველაფერს გიყვები და წარმოვიდგენ როგორ მისმენ შენი ლამაზი ჭკვიანი თვალებით…

Advertisements

4 thoughts on “წერილი საყვარელ მეგობარს…

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s