ჩემი შემოდგომა…

შემოდგომის დღეებმა სრულიად დამიმონა… წვიმიანმა ამინდებმა მზე მომანატრა და შეწყვეტილი ვარჯიში, მიზანი დასახული მაქვს მაგრამ როგორც ყოველთვის ამ მიზნისკენ მიმავალ გზას ბევრჯერ ავცდი (ავცდები)… ადამიანს უნდა ჰქონდეს ნებისყოფა!!! ეს ჭეშმარიტებაა, მაგრამ როგორ უნდა შეინარჩუნო მუდმივად ნებისყოფა და როგორ არ უნდა დაკარგიო მოტივაცია???  აი ეს რთული ამბავია…

240425-130RPQ11363

ოცნებებში ვცხოვრობ… საერთოდაც როცა შემოდგომა დგება ჩემს არსებას ოცნებები სტუმრობენ და გაზაფხულის მზის ამოსვლამდე არ მტოვებენ…  დიდი დროა მანამდე მაგრამ ეს დრო შარშანაც გავძელი, შარშანწინაც, იმისწინაც და რავიცი იმედია ახლაც გავძლებ…

ღამით საწოლში რომ ვწვები დიდხანს არ მეძინება, სულ მეშინია… არ მინდა მეშინოდეს და ათას თამაშს ვიგონებ ჩემთვის, მაგალითად კითხვებს ვუსვამ საკუთარ თავს… აი გუშინ 3 კითხვა მოვიფიქრე და ვეცადე დაუფიქრებლად მეპასუხა სამივეზე:

  • 1. რა გამიხარდა ბოლოს გულწრფელად?
  • 2. რას გავაკეთებდი სიამოვნებით ცხოვრების ამ ეტაპზე? (იმათ გარდა რაც დიადი ან ჩემგან დამოუკიდებლად შესრულებადია)
  • 3. რას ვგეგმავ უახლოეს დღეებში–კვირეებში?

არც დავფიქრებულვარ დავიწყე ძალიან ყოფითი პასუხების გაცემა :

  •  ბავშვივით გამიხარდა ჩემი მობილური Sony Xperia T  რომელიც ჩემმა შოთუნამ მაჩუქა და სრულიად დამავიწყა ის წელიწადნახევარი რაც 40 ლარიან ნოკიასთან ერთად გავატარე 🙂
  •  უდიდესი სიამოვნებით და მონდომებით შევისწავლიდი ინგლისურ ენას, ეს ამბავი ძალიან მაწუხებს, რუსული ენის დახვეწაზეც არ ვიტყოდი უარს!!!  
  • არ ვიცი რას ვგეგმავ, მხოლოდ ვიცი რომ დაკლება და ძველი ფორმის დაბრუნება მინდა მაგრამ ამას 5 წელია ვგეგმავ და ვერ ვასრულებ იმიტომ რომ სულელი ვარ!!!  ჰოდა ახლაც ვგეგმავ რა … ყოველ დილით ვგეგმავ რომ ვივარჯიშებ, 6–ის შემდეგ არ შევჭამ და თავს ლამაზად მოვიწესრიგებ…   …  … !

გავეხვევი აწი ყელიან სვიტრებსა და ფართხუნა შარვლებში, მოვიცმევ პალტოს და ავიკრავ ჩემს გრძელ სწორ თმას კეფაზე. ყველა დღეს ერთმანეთს დავამსგავსებ და მხოლოდ ჩემი არაჯანმრთელი ტვინის უჯრედებში ვიოცნებებ იმაზე რაც მინდა და არ მაქვს, ან იმაზე რაც მინდა და რის ქონაზეც არ ვზრუნავ სათანადოდ, ან რავი… ცოტა-ცოტა ყველაფერზე მოკლედ!

mbh0jo

ჰო და შემოდგომას ოცნებების გარდა, ვატარებ ნამდვილ ინგლისურ ჩაისთან ერთად, შიგადაშიგ უშაქრო ყავასთან, მოხარშულ ტყის წაბლთან,  წასაკითხად გამზადებულ წიგნებთან და სევდიან მოგონებებთან ერთად მუსიკის ფონზე!!!  ჩემს შემოდგომას ლიმონის გემო აქვს… თაფლის არომატიც აქვს და კიდევ ვაშლის… თქვენი შემოდგომა ნეტავ როგორია?

Advertisements

6 thoughts on “ჩემი შემოდგომა…

  1. ellemamageishvili ამბობს:

    Ragac Depresiis Magvarshi Magdebs Shemodgomis Dgeebi,Didi Sviteri,Kava An Chai( Kvelaze Karg Shemtkhvevashi Ckheli Shokoladi) da Wignis Kitkhva,Sakhlshi Jdomis Da Arafris Ketebis Survili Maqvs Kholme.(Sabednierod Studentis Bedi Amis Sashualebas Ar Madzlevs,Tore ,Albat, Sezonur Depresias Ver Avicilebdi Tavidan )) Dzalian Kargi Posti Iko ))

    Like

    • კუში–კუში ამბობს:

      როგორ შეესაბამება ეს ყველაფერი რაც აღწერე ჩემს არსებას…. საბედნიეროდ არც დასაქმებული ადამიანის ბედია ნალები და დილიდან სარამომდე სამსახურსი საქმიანობას მაიძულებს თორემ………. მადლობა ვრცელი და ემოციებით სავსე კომენტარისთვის !

      Like

      • ellemamageishvili ამბობს:

        ჰო,ფიქრი შეიძლება ყველგან და ყოველთვის. “კაცი რომელსაც ლიტერატურა უყვარსში” რომ ამბობს კეჟერაძე ,ის გამახსენდა. საქმე მაინც კარგია,საკუთარი არსებობის აუცილებლობას გვანახვებს.პირიქით,მადლობა ***

        Like

  2. Tinita ამბობს:

    შემოდგომაზე ლამაზი ნეტა თუ არის რამე. ყველა ასპექტით ჩემს ბუნებას და ხასიათს გამოხატავს. მინდა სულ ეს სეზონი იყოს. ახლა, ადრე რომ აცივდა, მგონია რაღაცას ვტოვებ.

    Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s