ვლოგები…

მოვედი და მოგიტანეთ შემოდგომის ფერები…. ცოტა წვიმა, ცოტა სევდა, ცოტა სინანულები…. …. არადა არ მინდა ასე სევდიანად ვიყო, ასე რომ საერთოდ არ დავწერ როგორ დავისვენე რა გავაკეთე და ა.შ. იმიტომ რომ საოცარი არაფერი არ მომხდარა გარდა იმისა რომ 2 წლის უნახავ მეგობრებთან ერთად ერთი ძალიან ლამაზი დღე გავატარე… დანარჩენ  შვებულების 13 დღეს რაც შეეხება მინდა გითხრათ რომ ყველა ერთმანეთს გავდა და ყველა , მშობლიური სახლის კედლებში გავატარე, რითაც უზომოდ კმაყოფილი და ბედნიერი ვარ…. ეს იყო სიამოვნება არაფრის კეთებით, ან უფრო სწორად იმის კეთებით რაც გულით გინდა.

რაც შეეხება დღევანდელ პოსტს, ვფიქრობდი რაზე დამეწერა და გადავწყვიტო ჩემს საყვარელ  YouTube-ის არხებზე დამეწერა, ვინაიდან სამსახურში ხანდახან მაქვს ხოლმე დრო ინტერნეტში “სასეირნოდ” (დაბლოკილი არის სოციალური ქსელები) დარეგისტრირებული ვარ  YouTube-ზე და ვუყურებ ათას საინტერესო რარაცეებს… ხშირად ვუყურებ განსკუთრებით კულინარიულ და  ბიუთი ვლოგერებს, იქედან გამომდინარე  რომ ინგლისური არ ვიცი კარგად  (ეს ჩემთვის ყველაზე სუსტი წერტილია ჩემს ცხოვრებაში და აუცილებლად გამოვასწორებ), ძირითადად რუს ვლოგერებს ვუყურებ და მათ შორის ამოვარჩიე 3 ვლოგერი კულინარიული ვლოგერებიდან და 3 ბიუთი ვლოგერებიდან. იმედია მოგეწონებათ.

ჩემი რჩეული რუსი (თუ რუსულ ენოვანი ) ბიუთი ვლოგერები:

1. lizaonair

2. classisinternal

3. Estonianna

ესეც კულინარიული ვლოგები 🙂   მომიმზადებია კიდეც ბევრი რამ ამ  რეცეპტების მიხედვით და ძალიან კმაყოფილი ვარ… ნუ მოკლედ ასე!

1. Allrecipesru! რამდენიმე ვიდეო ზოგადი წარმოდგენის შესაქმნელად ამ გვერდიდან:

2.  Dovna ! აქაც სასიამოვნო და მარტივად გასაკეთებელ რეცეპტებს შეხვდებით…საყურებლადაც ძალიან ლამაზად არის გაკეთებული, ისევე როგორც პირველი გვერდის შემთხვევაში.

3. videoculinary.ru  კიდევ ერთიც:)

ისე ძალიან გული მწყდება რომ ქართველები ამ სფეროში საერთოდ არ აქტიურობენ, ან იქნებ მე არ ვიცი და არის ვინმე ქართველი ვლოგერი, თუ ვინმე იცით დამილინკეთ ჩემო კარგებო 🙂 ესეც ასე…. დანარჩენი მერე იყოს 🙂

Advertisements

6 thoughts on “ვლოგები…

  1. Tata ამბობს:

    vlogebs am bolo dros mec xshirad vatvaliereb, gansakutrebit erti momwons ( macbarbie07 ), madloba kidev sxva saintereso vlogerebis gacnobisatvis, dro rom meqneba aucileblad gadavavleb tvals. qartvel vlogerebs rac sheexeba, mgoni es saqmianoba nel-nela win miiiwevs chvnshic, bevrisgan gamigia rom unda dawyeba, tumca jer emzadebian. ukve ase tu ise popularuli qartveli vlogerebidan ki mxolod erti vici http://www.youtube.com/channel/UCHqxI1rFu2uhMK4rZuYc35g ai gadaxede 😉

    Like

  2. SopHia! ამბობს:

    მე ძალიან მომწონს ვლოგები… და სულ ვუყურებ)) დაახლოებით 50 გოგოს)) ვაიმეე,ეხლა გავაცნობიერე თურმე რამდენს ვუყურებ,მაგრამ ნუ რა ვქნა…

    Like

    • კუში–კუში ამბობს:

      ძალიან კარგია, მიხარია, მეც მსიამოვნებს რატომღაც მათი ყურება, იქნებ დამილინკო როცა ტავისუფალი დრო გექნება განსაკუთრებით საყვარელი ვლოგერები 🙂 გაიხარე 🙂

      Like

  3. SopHia! ამბობს:

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s