Bon Appétit !!!

ბოლო  საღამოებია ჩემს პატარა და ლამაზ სამზარეულოში  მარტივ და გემრიელ სალათებს ვამზადებ… სანამ ჩემი გოგო აქეთ არ მყავს, ვახალტურებ ყველაფერს… 🙂 გათხოვებამდე სულ ამ სალათს ვამზადებდი და დიდი სიამოვნებით მივირთმევი მეგობრებთან ერთად, მერე ერთხანს მივივიწყე და ახლა ისევ ჩავრთე ჩემი ოჯახის მენიუში… ძალიან ადვილი, მარტივი და იაფია, ბევრი თქვენგანიც ამზადებთ დარწმუნებული ვარ, მაგრამ  მაინც დავწერ… მე “რაფაელოს” ვეძახი მისი ვიზუალის გამო, გახეხილი ყველით იფარება გარედან, ისე კი ნამდვილ “რაფაელოს” ორგინალ რეცეპტში ერთი ფენა სოკოც უნდა… ყველაზე მეტად ეს სალათი იმიტომ მომწონს რომ შეწვა არაფერს არ სჭირდება და  ზეთით გაჟღენთილი არ არის.  ამ სალათისთვის დაგჭირდებათ:

135

  • 1 კგ კარტოფილი
  • 4 ცალი კვერცხი
  • ყველი
  • მაიონეზი
  • 1 თავი ხახვი
  • მარილი, შავი წიწაკა

კარტოფილს და კვერცხს მოვხარშავთ და დავჭრით მრგვალ ნაჭრებად, ხახვს თხლად დავჭრით და ყველს გავხეხავთ…შემდეგ ფართო ლანგარზე ფენა–ფენა ავაწყობთ, შუალედებში მოვაყრით ხახვს, მარილს, წიწაკას და რა თქმა უნდა გადავუსვამთ მაიონეზს… გახეხილი ყველი მხოლოდ ზემოდან უნდა მოვაყაროთ ისე რომ საერთოდ დავფაროთ სალათი…

PicMonkey Collage 4

მეორე სალათი ეს ყველასთვის ცნობილი და  სასურველი “ცეზარია”, უფრო სწორად მისი მსგავსი, მე ორგინალი რეცეპტით არ გამიკეთებია, მაგრამ გემო ნამდვილად შეუდარებელი ჰქონდა, ერთ დასკვნამდეც მივედი, აღარასოდეს გადავიხდი გამიზნულად ამ სალათის ერთ პატარა ულუფაში 10–12 ლარს როცა ამ ფასად საკმაო რაოდენობის “ცეზარს” თავადაც მოვამზადებ… მეუღლესაც და მეგობრებსაც ძალიან მოეწონათ.

  • დაფლეთილი სალათის ფურცლების კონა
  • პომიდორი
  • შემწვარი ან მოხარშული ქათმის ფილე ან ძეხვი
  • მოხარშული კვერცხი
  • გახეხილი მაგარი ყველი
  • სუხარიკები
  • მაიონეზი
  • ცოტა ძმარი, მარილი, ორეგანო

ეს ყველაფერი ნაზად აურიეთ ერთმანეთში და ისიამოვნეთ თქვენი წილით…

ორივე რეცეპტი არც უცხოა, არც უცნობი, არც რთული და მით უფრო არც დაუგემოვნებელი, მაგრამ მე მაინც ჩამოვაწიკწიკე, იქნებ და ახლა მოგინდეთ, უცებ–უცებ გაამზადეთ და გამიხსენეთ! 🙂

Bon Appétit !!!

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s