პატარა საჩუქარი… დიდი სიხარული…

???????????????????????????????

როგორ ცოტა წყინს და ამასთანავე როგორ ცოტა უხარია ადამიანს… აი მაგალითად მე სულ ცოტაც ძალიან მტკენს გულს და ამასთანავე ბავშვური სილაღით აღმაფრთოვანებს ყველაფერი მცირე, რაც ალალად და გულით მეძღვნება… ახლავე მიხვდებით რატომ დავიწყე ასეთი შესავლით, გუშინწინ დამღლელი სამუშაო დღის შემდეგ მაღაზიებში გავიარე საჩუქრის ასარჩევად, ათასი პრობლებისგან და საერთოდ ყველაფრისგან მართლა ძალიან დაღლილი, ამ სამყაროდან გამოთიშული მივდიოდი ქუჩაში როცა ვიღაცის მზერა ვიგრძენი და დაძახება… ბათუმში ვხოვრობ მაგრამ აქაური არ ვარ და ძალიან მიკვირს–ხოლმე როცა უცებ მცნობენ და მესალმებიან, ეს ძირითადად ჩემი სამსახურის დამსახურებაა, მთელს ქალაქში ჩემი კლიენტები ხან რომელ ქუჩაზე და ხან რომელ მაღაზიაში მხვდებიან… ასე აღმოჩნდა ახლაც, ჩემი ყოფილი კლიენტი გახლდათ ეს ადამიანი, როცა ჩემთან მოვიდა სესხის გასაფორმებლად ჯერ კიდევ გასულ ზამთარში, მაშინ მითხრა რომ მის აწყობილ სამკაულს მაჩუქებდა და რატომღაც გამეღიმა, ჯერ ერთი მამაკაცია და მეორეც ისეთი ტიპია რომ მართლა ვერ იფიქრებ სამკაულებს თუ ქმნის და ზოგადად მსგავს შემოქმედებით საქმიანობას ეწევა, მაგრამ ჩემდა სასიხარულოდ შევცდი!  3 თვის წინ ძველი ფილიალიდან ახალ ფილიალში გადავედი და პირველი ნახვის შემდეგ აღარც მინახავს და აღარც გამხსენებია… მას კი არ დავიწყებია მისი დაპირება და სრულიად შემთხვევით აღმოვჩნდი მისი მაღაზიის წინ… რა მოხდა მერე ალბათ ხვდებით ხომ? ულამაზესი მარგალიტიმაგვარი და ოქროსფერი მძივებით საყურე და სამაჯური მისახსოვრა… ეს იყო ჩემთვის ორმაგად სასიამოვნო ჯერ ერთი იმიტომ რომ ვახსოვდი და მეორეც საჩუქარი ხომ  ყოველთვის სასიამოვნოა… თქვენც გისურვებთ ასეთ მოულოდნელ ხან პატარა ხან კი დიდ სიურპრიზებს… ყველაფრის მიუხედავად ეს ცხოვრება მაინც ლამაზია…

სურათს რომ ვუღებდი გადავწყვიტე ჩემი სხვა სამკაულებისთვისაც გადამეღო ფოტო და რამდენიმეს აქვე დავდებ… ზოგიერთი ჩემი აწყობილი არის, ყველას რაღაც პატარა ისტორია აქვს…. მაგალითად  რომბისებური ფერადი თვლებიანი საყურე  დედის მემკვიდრეობიდანაა, მამამ აჩუქა შეყვარებულები რომ იყვნენ…  ბევრი სამკაული, განსაკუთრებით კი ყელსაბამები კადრს მიღმა დარჩა, რადგან მეძინებოდა და მათი ამოლაგება სიმართლე გითხრათ დამეზარა…

ეს ვარსკვლავი ლანგარი რამდენიმე დღეა რაც შევიძინე სასაცილო ფასად (2 ლარად) და ძალიან შემიყვარდა, დეკორატიული სურნელოვანი სანთლებისთვისაა განკუთვნილი და აუცილებლად უნდა ვუყიდო, მანამდე კი ათას რამეზე ვიყენებ…

P.S. დღეს ზაფხულის ბოლო დღეა… გული მწყდება რომ ასე მალე მიიწურა და ზემოთ ნაჩვენები სამკაულებივით ფერადი და ხალისიანი არ ყოფილა ჩემთვის, მაგრამ არა უშავს, დიდ იმედს ვიტოვებ რომ მომავალი ზაფხული გამაგიჟებს… ხვალიდან კი ასე ნანატრი შვებულებით დავტკბები ჩემს მშობლიურ ქუთაისში…

3 thoughts on “პატარა საჩუქარი… დიდი სიხარული…

  1. rusa111

    შენც ჩემსავით გყვარებია სამკაულები, განსაკუთრებით საყურეები!..

    Like

    Reply

Leave a comment