„ყოფის აუტანელი სიმსუბუქე“ ჩეხურად…

ჩეხი მწერლის მილან კუნდერას ყველაზე ცნობილი რომანია  „ყოფის აუტანელი სიმსუბუქე“ , ერთი შეხედვით საოცრად აბსურდული სახელწოდებით და ავტორის ფსიქოლოგიურ–ფილოსოფიური შეხედულებებით გაჯერებული. კუნდერა ნათლად გვიხატავს ჩეხეთის უახლესი ისტორიის ტკივილიან ფონზე უბრალო ადამიანების რთულ ცხოვრებისეული ლაბირინთებს, მათ გადაწყვეტილებებს, მიზნებს  და შედეგებს.  რომანის ყველა გმირი ძალიან ვნებიანი და მარტოსულია…

ჩემთვის, როგორც მკითხველისთვის დაუვიწყარია ის განცდა, რომ მთელი რომანის კითხვისას მწერალი არ გტოვებს და არამარტო გიყვება ამბავს, არამედ გიხსნის, თავის გრძნობებს გამოხატავს და გიჩნდება შეგრძნება რომ შენგანაც იგივეს ელის…

„მუდმივად გამეორების მითი  გვეუბნება რომ ცხოვრება, რომელიც  ერთხელ და სამუდამოდ ჩაივლის, აღარასოდეს განმეორდება… ჩვენი ცხოვრების ყოველი წამი უთვალავჯერ რომ მეორდებოდეს, მარადისობაზე ვიქნებოდით მიჯაჭვულები, როგორც იესო ჯვარზე. ამის გაფიქრებაც კი შემაძრწუნებელია. მუდმივად გამეორების სამყაროში ჩვენს ყოველ საქციელს აუტანელი პასუხისმგებლობის სიმძიმე აწევს. ამიტომაც უწოდებდა ნიცშე მუდმივად გამეორების იდეას უმძიმეს ტვირთს…თუკი მუდმივად გამეორება უმძიმესი ტვირთია, მის ფონზე შეიძლება ჩვენი ცხოვრება მთელი თავისი სიმშვენიერით წარმოგვიდგეს.არის კი ეს სიმძიმე მართლაც აუტანელი და სიმსუბუქე მშვენიერი?…“

„რაც უფრო მძიმეა ტვირთი, მით უფრო ახლოა ჩვენი ცხოვრება მიწიერთან, მით უფრო ნამდვილია ის. ტვირთის უქონლობა კი პირიქით, ადამიანს ჰაერზე მსუბუქს ხდის, მაღლა იტაცებს, მიწიერ ყოფას აშორებს, ნახევრად რეალურ არსებად აქცევს და მისი მოძრაობები იმდენადვე მსუბუქია,რამდენადაც მნიშვნელობას მოკლებული.

მაშ რა ვარჩიოთ: სიმძიმე თუ სიმსუბუქე? ერთი რამ ცხადია, წყვილი „სიმსუბუქე–სიმძიმე“ იდუმალებითაა მოცული და ყველაზე მრავალსახაა უთიერთსაწინააღმდეგო წყვილებს შორის.“

„Einmal ist keinmal“ – რაც ერთხელ მოხდა, არასდროს მომხდარა… თუ მხოლოდ ერთხელ ცხოვრება გვიწერია, შეგვიძლია ვთქვათ რომ საერთოდ არ გვიცხოვრია.

Milan Kundera

“ქალთან წოლა და ქალთან ერთად ძილი არა მარტო ორი განსხვავებული ვნებაა, არამედ საპირისპიროც. სიყვარული ქალთან წოლის სურვილში კი არ ვლინდება (ეს სურვილი უთვალავი ქალის მიმართ ჩნდება) არამედ მასთან ერთად ძილის სურვილში (ეს მხოლოდ ერთ ქალს უკავშირდება)“

„სიყვარული იწყება იმ წუთას, როდესაც ქალი თავისი პირველი სიტყვებით ჩვენს პოეტურ მეხსიერებაში აღიბეჭდება. მეტაფორები სახიფათოა. სიყვარული მეტაფორებით იწყება.“

„ადამიანის „მეს” განუმეორებლობა სწორედ ის არის, რისი წარმოდგენაც შეუძლია.“

“მიღებული გადაწყვეტილების სისწორის შემოწმება შეუძლებელია, რადგან არ გვაქვს საშუალება, რამეს შევადაროთ. ადამიანი ერთხელ ცხოვრობს და თანაც სრულიად მოუმზადებლად.ის მსახიობს ჰგავს, რომელიც ურეპეტიციოდ თამაშობს როლს. რად ღირს ეს ცხოვრება, თუ პირველი რეპეტიცია ცხოვრებისათვის თვით ცხოვრებაა? ამიტომაც არის, რომ ცხოვრება ყოველთვის ესკიზს წააგავს. თუმცა სიტყვა “ესკიზი” არ გამოხატავს არსს, რადგან ის რაღაცის ჩანახატია, მზადებაა მომავალი ნახატისთვის, ჩვენი ცხოვრება კი ესკიზია, რომელიც არაფრის ჩანახატს არ წარმოადგენს და რომელიც არასოდეს იქცევა ნახატად.”

„…რუსების შემოჭრიდან გასული ხუთი წლის მანძილზე პრაღა ძალიან შეიცვალა:ტომაში ახლა სულ სხვა ხალხს ხვდებოდა ქუჩაში. მისი ნაცნობებიდან ნახევარი ემიგრაციაში წავიდა, ხოლო ნახევარი დაიხოცა. ამ ფაქტს არცერთი ისტორიკოსი არ დააფიქსირებს: რუსული ოკუპაციის შემდგომი წლები გასვენებების ხანა იყო.“

„–muss es sein? – es muss sein!!!“

Advertisements

8 thoughts on “„ყოფის აუტანელი სიმსუბუქე“ ჩეხურად…

  1. tami ამბობს:

    სიმართლე გითხრა არ ავღფრთოვანდი “ყოფის აუტანელი სიმსუბუქით”, თუმცა პოსტშიისე ლამაზად გიწერია, რომ არ მქონდეს წაკიტხულიაუცილებლად წავიკითხავდი. თუმცა შესაძლოა გადავიკიტხო და იქნებ უფრო მომეწონოს.

    პერსონაჟებმა დამთრგუნეს.

    Like

    • კუში–კუში ამბობს:

      მადლობა ასეთი ძვირფასი შეფასებისთვის, ამ ყველაფერს ხომ იმიტომ ვწერ რომ სადღაც გულში მჯერა, რომ ერთ ვინმეს მაინც გაუჩნდება სურვილი და მოიძიებს ამა თუ იმ წიგნს… გაეცნობა…წაიკითხავს…

      ერთ შეფასებას მივცემდი თამი ამ წიგნს კიდევ, “ძნელად ასატანი სიმსუბუქით” იკითხება და რჩება გონებაში… ყველაზე ძალიან იმიტომ ვაფასებ რომ ჩეხეთზე და იმ დროინდელ მდგომარეობაზე შემიქმნა გარკვეული წარმოდგენა…

      პერსონაჟებმა დამრთგუნეს, ცოტა დამღალეს და ცოტაც “აღმაგზნეს” 🙂

      Like

    • კუში–კუში ამბობს:

      ფილმზე ვმსჯელობ ვუყურო თუ არ ვუყურო, მაგრამ სავარაუდოდ ძლიერი რეჟისორისა და კარგი მსახიობების გავლენით ალბათ ვუყურებ… ვაპირებ “შეუცნობელი” და “გამოსათხოვარი ვალსი” წავიკითხო, ვიწყებ ფართო მაშტაბიან ძიებას 🙂 შთაბეჭდილებებს აქ მოგახსენებთ… 🙂 მადლობა რჩევისთვის და ყურადღებისთვის, ორივე ძალიან მიყვარს!!!

      Like

  2. Kate ამბობს:

    აპ აპ…
    ამას ჯერ არ წავიკითხავ, რადგან ჯერ წიგნი არ წამიკითხავს. არადა უკვე ნაყიდი მაქვს და რაღაცას ველოდები. ოღონდ ეს რაღაც რა არის, ჯერ არ ვიცი.
    welcome me here 🙂

    Like

  3. rusa111 ამბობს:

    მე ადრე მაქვს წაკითხული რუსულად და კარგად აღარ მახსოვს, საერთოდ, მიყვარდა კუნდერა ერთი ხანობა სულ გადავიკითხე მისი წიგნები, თვითონ პროცესი მომწონდა, ფსიქოლოგიზმი.
    მერე თითქოს აღარ გრჩება…

    Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s