დასვენების ერთი საამური დღე…

როცა კვირაში ერთი დასვენების დღე გაქვს და ისიც იცი რომ ხელში “შემოგადნება”, ყველაფრის მოსწრებას სწორედ იმ საამურ დღეს ცდილობ…

Shells

ახლა ზაფხულია და ათასი თავგადასავლის დრო, მაგრამ მე მაინც ძალიან პენსიონრულად ვისვენებ ხოლმე ჩემს საფიცარ დღეს, ძალიან მშვიდად და ლამაზად გავატარე ეს შაბათი, ჩემი გოგო რომელიც გიჟდება ზღვაზე დილიდანვე მოემზადა, ჩაიცვა თავისი სუპერ საყვარელი საცურაო სამოსი მთელი თავისი საზღვაო აღჭურვილობები მწყობრში მოიყვანა და გავეშურეთ ზღვაზე… არ ვიცი რომელი უფრო გულწრფელადაა ნათქვამი ჩემგან მაგრამ მე ზღვა არ მიყვარს, ან მთელი რიგი მიზეზების გამო  არ მინდა რომ მიყვარდეს! თუმცა უდაოდ სასიამოვნოა ჩემთვის მამიკოს და შვილიკოს ზღვის ტალღებთან თამაშის ცქერა… მთელი გრძნობით ერთობიან და ხალისობენ… უსასრულოდ შეუძლიათ ზღვაში ცელქობა, მაგრამ ჩემი წუწუნი მაინც აკეთებს–ხოლმე თავის საქმეს და ყოველთვის დროულად მოვდივართ…ხალისი არც წამოსვლისას გვტოვებს და გზად  ცოტა ნიჟარებს ვაგროვეთ ჩვენი გამჭირვალე ლარნაკისთვის, რომელშიც გამხმარი, ნაირფერად შეღებილი ყვავილები გვიწყვია…

tumblr_lu5hu2kcx71qjel7do1_500

შუადღეს სახლში დივანზე და ტახტზე უდარდელად მოკალათებული ვატარებთ, ჩემი გოგო კარლსონს უყურებს, ძველს და ძალიან საყვარელს, ჩვენც სიამოვნებით ვაპარებთ დროდადრო თვალს ეკრანისკენ და გულიანად ვიღიმით… მერე მე ახალნაყიდი წიგნის კითხვას ვიწყებ ფრედერიკ ბრეგბედერის Windows on the world”, რომელიც ერთი ამოსუნთქვით იკითხება და ძალიან მრთგუნავს… მასზე უფრო ვრცლად მერე დავწერ…

DSC04352

საღამოს “სუსნაობის” დრო დგება… არ ვიცოდი რა გამეკეთებინა მარტივი სწრაფი და გემრიელი, ვიფიქრე ვიფიქრე და არ ვიცი საიდან მაგრამ ალადები მოვიფიქრე… 🙂 ყველა საჭირო მასალა ხელთ მქონდა, ადვილადაც კეთდებოდა და გემრიელიც იყო!!! ჰოდა თუ თქვენც შეგიღიტინათ ახლა წარმოსახაში გაჩენილმა ალადების სურნელმა, მათი რეალობად ქცევისთვისს დაგჭირდებათ 4 ცალი კვერცხი ( სამიც წავა:) ) 1 ჭიქა შაქარი, 1 ქილა ანუ 500 მლ მაწონი 1ს/კ სოდა, ფქვილი, ზეთი  მარჯვე ხელები და მონდომება :)…  ფქვილამდე ჩამოთვლილი მასალები ერთად ავთქვიფოდ და დავამატოთ იმდენი ფქვილი რომ მიღებული მასა არაჟანივით იყოს, სად გაჩერდეთ თავადაც კარგად მიხვდებით დამიჯერეთ. ამ მასას კოვზის საშუალებით ნელ–ნელა ვწვავთ გახურებულ ზეთმოსხმულ ტაფაზე… ძალიან გემრიელია, სხვათა შორის მეც პირველად მოვამზადე…მანამდე კი ჩემი დედიკო გვანებივრებდა….  ვინაიდან ზაფხულია ამ ალადებს ძალიან მოუხდება ცივი “ფანტა” ან ცივი ჩაი… მე უპირატესობას ამ უკანასკნელს ვანიჭებ… ვერაფერს დავამატებ, საერთო ჯამში  მშვენიერი “სუსნაობა” გამოგვივიდა.

tumblr_m9zqh8Dxzg1qfribao1_500_large

გვიან საღამოს ყოველთვის მოწყენილობა გადამირბენს ხოლმე სახეზე, ვიცი რომ ისევ ჩვეულ რეჟიმს უნდა დავუბრუნდე და არავითარი ზღვა, გასეირნება, ჩემ გოგოსთან თამაში და ალადები არ მელოდება კიდევ  უახლოესი ერთი კვირა, მაგრამ იქვე  ვიხსენებ სახლში გატარებულ უაზრო დროს და სასწრაფოდ მივლასლასებ დასაძინელად იმისთვის, რომ დილა დავიწყო ენერგიულად და სამუშაო განწყობით!!!

მერე კი თენდება… იწყება ახალი სამუშაო კვირა, რომლის ბოლოსაც, როგორც გვირაბში, ჩანს ნათელი წერტილი… ეს დასვენების საამური დღეა!

Advertisements

14 thoughts on “დასვენების ერთი საამური დღე…

  1. tami ამბობს:

    რა გემრიელია შენი ალადები. მე ხშირად ვაკეთებ ხოლმე, ოღღონდ ჩემი ბალღები არაჟნით ჭამენ-ძალიან უყვართ.
    რა კარგია ბათუმში, რომ ცხოვრობ და თან სამსახურიც გაქვს, იმედია ძალიან მოსაწყენი არ არის შენი სამუშაო.

    Like

    • კუში–კუში ამბობს:

      ჩვენც მივირთვით თამი არაჟნით, უცებ–უცებ ქრება–ხოლმე ადრე სულ დედა გვიკეთებდა. 🙂 ბათუმში ვცხოვრობ მაგრამ არ ვარ ბათუმელი და ეს ჩემი ცოტათი ტკივილიანი ისტორიაა, დავწერ ერთხელ უფრო ვრცლად… სამსახურს რაც შეეხება აბა რა გითხრა, სრულიად სხვა სფეროა… ძალიან მოსაწყენი არ არის მაგრამ არც ისაა რაზეც ვოცნებობდი… მაგრამ მთავარია რომ არის 🙂 ყოველ შემთხვევაში ჩემი ცხოვრების ამ ეტაპზე… შენ ძალიან გგულშემატკივრობ შენს პატარა “ბიზნესში” აბა შენ იცი 🙂 წარმატებები!!!

      Like

      • tami ამბობს:

        მადლობა კუში. ჩემი პატარა ბიზნესიც ყელყელაობს კონკურენციის დიდი ტალღაში. დაწერე უფრო ვრცლად შენი ამბები, ძალიან საინტერესო იქნება.

        Like

      • კუში–კუში ამბობს:

        დავწერ ცოტა დრო და შესაბამისი განწყობა ჭირდება ხომ იცი, ჩემს ასაკთან შედარებით ბევრი თავგადასავლები მაქვს… მანებივრებს ცხოვრება ზოგი უფრო სასიამოვნოა, ზოგიც ნაკლებად:)

        წინ წაიწევ, არ დანებდე მთავარია!!!

        Like

  2. ninucaa1991 ამბობს:

    ჩემო საყვარელო მე როდის მექნება მაგის ბედნიერება , რომ შენი ნახელავი დავაგემოვნო?? (ალადებს ვგულისხმობ)… შენი კრუასანების გემოც მაინტერესებს….და რავიცი ბევრ რამეს ველი შენი გემრიელი კულინარიიდან…ჩემო უსაყვარლესოო :*

    Like

  3. 1234friends ამბობს:

    ნამდვილად სასიამოვნო პოსტი იყო.. ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე და ძალიან ვისიამოვნე.
    მარტო თქვენი გამომცხვარი კუსკუსელა ალადების ყურება რად ღირდა.. :*))

    Like

  4. Kate ამბობს:

    უი ახალი ბლოგერი. სალამი მოხუცისგან 😀
    ალაძიკები რომ მიყვარს, ტყუილია რა. ❤
    კარგი ბლოგია, ტკბილი და უემოციო თან. არ ვიცი, როგორ ავხსნა. მოკლედ, კარგია.
    გესტუმრები ხოლმე.

    მეც მინდა ზღვა. ალბათ ბათუმში ცხოვრობ. რა კარგია.

    Like

    • კუში–კუში ამბობს:

      მესტუმრე, გმახარებ და მეც დაგახვედრებ ხოლ,ე შეძლებისდაგვარად ტკბლ და თბილ პოსტებს, აქ სიბოროტს ნატამალსაც ვერ შეხვდები დამიჯერე… მე მომწონს შენი ბლოგი ძალიან…. 🙂
      ბათუმში ვცხოვრობ მაგრამ ბათუმელი არ ვარ … 🙂 მოკლედ გრძელი ისტორია… ერთხელ გიამბოთ…

      Like

      • Kate ამბობს:

        უი დიდი მადლობა :*
        ბათუმი ძალიან მიყვარს.
        მოკლედ ახლა ტელეფონით ვარ და გუშინ ძალიან გვიან ვკითხულობდი შენს ბლოგს. წესიერად ვერ ჩავუჯექი. ხოდა ამ დღეებში მოვიცლი და წავიკითხავ. კარგი ბლოგი გაქვს.

        Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s