სინამდვილით სავსე ფანტაზია…

347550-ray-bradbury

ცოდვა გამხელილი სჯობსო და თუ ზღაპრებს არ ჩავთვლით, ფანტასტიკის ჟანრში არცერთ ნაწარმოებს არასოდეს არ გავცნობივარ მანამდე, სანამ არ აღმოვაჩინე ბებერი რეი! ის   XX საუკუნის ფანტასტიკის ერთერთი გამორჩეული მწერალია თავისი ჰუმანურობით, გულწრფელობით და უსაზღვრო, უკიდეგანო ფანტაზიით…

ვერც კი წარმოვიდგენდი ასეთ სიამოვნებას თუ მომანიჭებდა ფანტასტიკის კითხვა, მაგრამ ბრედბერის ნაწარმოებებს  გავეცანი და ასე მგონია როცა წერდა არამარტო ფანტასტიკურ სამყაროს ქმნიდა არამედ, პირველ რიგში, სინამდვილეს გადმოცემდა,  ვკითხულობ და მიჩნდება ასოციაცია რომ დღევანდელობაზეა ყველაფერი დაწერილი, ის რასაც მაშინ წარმოიდგენდა და წერდა დღეს უკვე თითქმის რეალობა.

მას აქვს ამბის გადმოცემის საოცარი მანერა, შესანიშნავი შედარებები, ნებისმიერ საგანსა თუ ნივთს ისე აღწერს გგონია რომ წინ გიდევს, ხელით ეხები, სურნელს გრძნობ, ყველაზე არარსებულსაც კი ხელშესახებს და ჭეშმარიტს ხდის… ამიტომაც არ აღმოჩნდა ჩემთვის ის უცხო …

პირველად ,,451 გრადუსი ფარენჰეიტით” წავიკითხე… ამბავი ადამიანთა აზროვნების გადაგვარების მცდელობაზე, ერთი მეხანძრის სულიერ მეტამორფოზაზე და წიგნების მაგიურ ძალაზე, წიგნების რომლებიც ხანდახან ყველაზე კეთილშობილი, ყველაზე ერთგული და შეუცვლელი მეგობრები არიან… აბა როგორ მოგიყვეთ რა ხდება ნაწარმოებში, ასეთ წიგნებს ვერ გადმოცემ სიტყვებით, ასეთებს მხოლოდ შეიგრძნობ… რეის მიერ ფურცლებზე გაღვივებული ცეცხლის ალი გულგრის არავის დაგტოვებთ…

„ბაბუაწვერას ღვინო“ რომ აღმოვაჩინე,  ასე მეგონა ვრცელ მოთხრობას კი არა რითმებით, ეპითეტებით და ზაფხულის ცხელი ჰაერით გაჯერებულ ყველაზე ლამაზ პოემას ვკითხულობდი, რომელსაც არ მინდოდა დასასრული ჰქონდა… ტკბილი დღეები, სიყვარული, ბებია და ბაბუა, შხაპუნა წვიმა, პურის ყანები, ბატიბუტები და ყველაფერი საუკეთესო ამ ღვინოში ჩაწურა ბრედბერმა და გვაჩუქა მოთხრობად, რომ ჩვენი ცხოვრების ზამთრიან ხანაში მზის სხივად შემოგვანათოს წაკითხვისას…

cc3af7d0060e

კიდევ ბევრი მოთხრობა მოყვა ამ ნაწარმოებებს, „ცელი“, „კალეიდოსკოპი“ „მარწყვისფერი ფანჯარა“, „თანხმობის მომნიჭებელი“, „სარსაპარელის სუნი“ და სხვა ბევრი…  ყველაზე მეტად გულში ჩამრჩა რომანტიკული კაცის უილიამ ფინჩის მოგონებების და მონატრების სევდიანი ამბავი, უნებურად გამახსენდა გალაქტიონის ლექსიდან სტრიქონები:

მიყვარს ყველაფერი სადა,

მიყვარს ყველაფერი ძველი! 

შემიყვარდა „კალეიდოსკოპი“ ფანტაზიით სავსე მოთხრობა ყველაზე სევდიანი დასასრულით, „მარწყვისფერი ფანჯარა“ შინ ვერ ყოფნის ტკივილით სავსე, „თანხმობის მომნიჭებელი“ ძალიან ლამაზ წყვილზე … არ ვიცი, აბა რომელი ერთი გამოვარჩიო… თქვენ თავად გაეცანით და თქვენეული თავად იპოვეთ…

P.S. სასწრაფოდ ვეძებ „მარსის ქრონიკებს“, აღმოჩენის და წაკითხვის შემთხვევაში აუცილებლად  გაცნობებთ…

Advertisements

11 thoughts on “სინამდვილით სავსე ფანტაზია…

  1. Author ამბობს:

    მე მაქვს “მარსის ქრონიკები” 🙂 ძველი გამოცემა შევიძინე ბუკინისტებში. სახლში არ ვარ ეს პერიოდი და მეუღლე დავაბარებ, მოძებნო და წამოიღოს, გინდა?

    Like

    • კუში–კუში ამბობს:

      მინდა მაგრამ როგორ მათხოვებ აბა? რომელ ქალაქში ცხოვრობ? მე ბათუმში ვარ და თუ შნც აქაური ხარ მაშინ სიამოვნებით ვითხოვებ…. დიდი მადლობა ასე გულითადი გამოხმაურებისთვის საყვარელო…

      Like

  2. 1234friends ამბობს:

    მიყვარს რეი ბრედბერი ..
    ახლა ვიხსენებ რამხელა სიამოვნება განვიცადე თითოეული მოთხრობის კითხვის დროს ..
    საოცარია!
    რაც შეეხება “მარსის ქრონიკებს”: ბებიაჩემს უზარმაზარი ბიბლიოთეკა აქვს და იქ წავაწყდი ერთხელ შემთხვევით.
    როგორ მირჩევთ, შეიძლება ჩემი ასაკის ბავშვმა წაიკითხოს?

    Like

    • კუში–კუში ამბობს:

      “მარსის ქრონიკებს” მე თავად ვეძებ და ვერსად გადავაწყი, ჯერ არ მაქვს წაკითხული მაგრამ რეი იმდენად კარგია რომ აბა როგორ გთხრა არ წაიკითხო-თქო? მით უფრო თუ მისი მოთხრობები წაკითხული გაქვს… მე ისეთი წიგნები მაქვს წაკითხული ადრეულ ასაკში წესით ახლა რომ უნდა ვკითხულობდე და ახლა ისეთებს ვკითხულობ ხანდახან მაშინ რომ უნდა წამეკითხა, მაგრამ ყველაფერი ინდივიდუალურია, აღქმაზეა დამოკიდებული… ერთს გირჩევ მხოლოდ ძალით არასოდეს იკითხო და თუ ესა თუ ის წიგნი თუ არ მოგწონს და თავს გაანებებ არ იდარდო, მოვა დრო და თავად გაგახსებს თავს…როცა გეკითხება და რაც გესურვილება ის იკითხე, გავა დრო და თავად გადააფასებ, ზოგს უფრო დააფასებ. ზოგს ნაკლებად!
      რამდენი ვწერე არა? დაგღალე ალბათ… 🙂

      Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s