შოკისმომგვრელი “კოლექციონერი”…

ჯონ ფაულზმმა პირველი რომანი “კოლექციონერი”  1963 წელს გამოსცა და იმავე წლის გაზაფხულში სრული ტირაჟით გაიყიდა…  ეს არის სრული შოკი, შეძრული ვარ ამ წიგნით. ( წიგნია თუ  ტრილერი ეს თქვენ გადაწყვიტეთ.) ამ მწერალმა ჩემში ყველა ნერვული სიმი გამააცოცხლა თავის კალმით, გულწრფელი განცდებითა და ადამიანური აზროვნების რთული ლაბირინთების ასე სიღრმისეული ჩვენებით…

picmonkey-collage1

არასასიამოვნოდ შოკისმომგვრელი ისტორია ახალგაზრდა თავნება და მომავლის იმედით სავსე მხატვარ მირანდასა და პეპლების კოლექციონერ ფრედერიკ კლეგზე… რა შეიძლება მოჰყვეს ადამიანის ქვეცნობიერში აღმოცენებული ყველაზე უხამი და ალოგიკური სურვილების ასრულებას, რა ემართება ადამიანს როცა ხელთ ძალაუფლების სადავეები ჩაუვარდება? “ერთი ჩემი მასწავლებელი  ხშირად იმეორებდა ძალაუფლება რყვნისო და ფული ხომ ძალაუფლებაა.”– იხსენებს ფრედერიკი და მას შემდეგ რაც შემთხვევით დიდ თანხას მოიგებს და გემოს გაუსინჯავს ამ ძალაუფლებას ის ირყვნება, ისე არა როგორც თქვენ იფიქრეთ, ყველაზე ნაკლებად ხორციელად,  ირყვნება მორალურად, ადამიანურად, არანორმალურად… ყველა დაუწერელ კანონს არღვევს, ყველა შეუმჩნეველ ჯაჭვს წყვეტს და  ყველა საკუთარ კომპლექს აძლევს არსებობის უფლებას… დაგეგმილად, ყოველგვარი აფექტის გარეშე იტაცებს მირანდას და იწყება ნამდვილი ჯოჯოხეთური თამაში!

ნაწარმოები პირველ პირშია დაწერილი, საოცრად ცოცხალი და დინამიურია ზოგადად ამბავიც და თხრობაც.  საინტერესოა ის რომ სიტუაცია ორივე მთავარი გმირის მხრიდან არის ნაჩვენები. ჯერ კლერკი ახმოვანებს თავის მზაკვრულ ფიქრებს და შემდეგ მირანდას დღიურებს ვკითხულობთ. მინდა დავწერო ფინალზეც მაგრამ სჯობს თუ წაკითხული არ გაქვთ არაფერი ვთქვა. ფინალი რამდენადაც მოსალოდნელი იყო ჩემთვის, იმდენად შემაშფოთებელი და გასაოგნებელი აღმოჩნდა!

საერთი ჯამში, უკვე სამი წიგნი წავიკითხე “დიოგენეს ბიბლიოთეკიდან” და ერთი სული მაქვს დანარჩენებს როდის ჩაუჯდები. ზუსტად ვიცი მოლოდინს ყველა გაამართლებს, მითუმეტეს ყველგან დადებითი რეცენზიები მხვდება, სადაც კი თვალი მოვკარი მათ წიგნებს. სიამოვნებით წავიკითხავდი ჯ. ფაულზის სხვა ნაწარმოებებსაც ქართულად… იმედია გაგვანებივრებენ ახალი თარგმანებით ჩვენი  გამომცემლები, განსაკუთრებით კი “დიოგენე”.

Advertisements

5 thoughts on “შოკისმომგვრელი “კოლექციონერი”…

  1. teunasworld ამბობს:

    მეც გამაოგნა ამ წიგნმა. აი რაღაცნაირი იყო.. სხვანაირი. მსგავსი სტილის და სიუჟეტის არაფერი არ წამიკითხავს საერთოდ. ნერვები კი დამაწიწკნა იმ არსების საქციელმა მაგრამ წიგნი რაღაც სააოცარია..

    Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s