H.H. ანუ სულ ცოტა ჰერმან ჰესე…

მე–3 კურსზე ვიყავი ჰესე რომ “შემეყარა”, აი ზუსტად შემეყარა და მას მერე ვერ მოვიშორე, ჰერმან ჰესეს “ტრამალის მგელი” ეს იყო სრული სიახლე და სტილი ჩემთვის მაშინ, არაჩვეულებრივი ლექტორი მყავდა საზღვარგარეთის ლიტერატურაში, მის ლექციებზე იმდენჯერ წავიკითხეთ, იმდენჯერ განვიხილეთ ვეღარც კი დავთვლი, მახსოვს გაცხარებული დისკუსიები ჰარი ჰარელზე და ლამის წიგნის ყველა გაცრეცილ ფურცელზე,  წიგნის,რომელიც განკუთვნილია “მხოლოდ შეშლილთათვის”!

PicMonkey Collage

,,იყო და არა იყო რა, იყო ვინმე ჰარი, მეტსახელად ტრამალის მგელი, ორ ფეხზე იდგა, ტანთ სამოსი ეცვა და გარეგნობაც ადამიანისა ჰქონდა, მაგრამ ასე იყო თუ ისე, მაინც ტრამალის მგელი გახლდათ. ამრიგად, ტრამალის მგელს ორბუნებოვანი საწყისი მოსდგამდა. ადამიანური და მგლური. ლტოლვა ჰქონდა მარტოსულობისა და დამოუკიდებლობისკენ. … ესაა ამბავი ადამიანობა–არადამიანობაზე, მისწრაფებებზე, უიმედობაზე, უღმერთობაზე, რწმენაზე,… რას არ შეხვდებით აქ მუსიკას, ჯაზს, ვნებებს, სიზმრებს, მაგიას, თეტრსა და კიდევ ბევრ რამეს, მთავარია ვინ რას დაინახავს გამორჩეულად ამ თითქოსდა ზღაპარში…  როგორც კი დაიწყებ კითხვას, ვერ მოშორდები, კითხულობ და ასე გგონია საკუთარ თავს თითქოს სარკეში უყურებ… და ან გიყვარს შენებური ჰარი და ან არა…

წავიკითხე ჰესეს “ნარცისი და გოლდმუნდი” და სხვანაირი ჰესე გავიცანი, წერის სტილი და თხრობა ძალიან გამარტივებულია აქ, კითხულობ მალ–მალე და ადვილად, გგონია ყველაფერს ძალიან მაგრად გებულობ მაგრამ ჰესე რა ჰესე იქნებოდა ასე ადვილად რომ გნებდებოდეს… რომანი ორ განსხვავებული ხასიათის, ბუნების და ცხოვრების წესის მქონე პიროვნებაზეა –ნარცისზე და გოლდმუნდზე, ერთი პლუსია მეორე მინუსი რომლების თითქოსდა საპირისპირო მოვლენებია მაგრამ ამავე დროს შუაზე გაგლეჯილი ფურცელივით ავსებენ ერთმანეთს ერთად მოხვედრისას… ამბავი უძღები შვილის ჯერ “შინიდან” გაქცევაზე და შემდეგ დაბრუნებაზე,  უცნურ მეგობრობაზე და როგორც ყოველთვის ჰესესეულ ღმერთსა და რწმენაზე.

“ღმერთი  მარტო მცნებებში როდია, ისინი მხოლოდ მის უმცირეს ნაწილს შეადგენენ, შეიძლება მცნებები აღასრულო და ღმერთისგან მაინც მეტად შორს იყო” ––––– წერს ჰესე ამ რომანში და წაკითხვისთანავე მახსენდება სიტყვები “ტრამალის მგელიდან” –––––– “არ არსებობს წესი გამონაკლისების გარეშე და ღმერთს შეიძლება დღეს ერთი ცოდვილი უფრო ებას გულს, ვიდრე დანარჩენი 99 მართალი”

herman-hesseასე მგონია, სწორედ ეს ერთი ცოდვილია ამ რომანში დღეს გოლდმუნდი, რომელმაც ავტორისავე სიტყვებით თუ ავღწერთ შეძლო ეჩვენებინა “რომ ზენარისაკენ მსწრაფმა ადამიანმა შეიძლება ძალზე ღრმად ჩაყვინთოს ცხოვრების სისხლიან, დამათრობელ მორევში და დიდ მტვერსა და სისხლში ამოითხვაროს, მაგრამ არ დამდაბლდეს და არ დაკნინდეს, თვისი სულის სიწმინდეში ღვთაებრივი შუქი და ძალა არ ჩაკლას.”

უბრალოდ მოინანიოს და გადარჩეს… გადარჩეს სულიერად!

ჰერმან ჰესე  გერმანულენოვანი მწერალი.

ჰერმან ჰესე ნობელის პრემიის ლაურეატი.

ჰერმან ჰესე უბრალოდ ჯადოქარი!!!

Advertisements

7 thoughts on “H.H. ანუ სულ ცოტა ჰერმან ჰესე…

  1. rusa111 ამბობს:

    მეც ამ დასში შევდივარ, ჰესესთან ჩემ ცხოვრებისეულ კითხვებზე პასუხებს ვპოულობდი ყოველთვის.

    თან კოლეგა ხარ, კუში-კუში, გერმანისტი?

    Like

    • კუში–კუში ამბობს:

      მიყვარს მიყვარს მიყვარს!!!
      კი გერმნისტი ვარ რუსა, მაგრამ სამწუხაროდ ჩემი საყვარელი პროფესიით არ ვარ დასაქმებული სულ სხვა რეალობასი ვარ 😦 როგორც ხშირად ხდება-ხოლმე…

      Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s