ჩემი ბერძნული დღეების ნოსტალგია…

Greece_22

სიამოვნებით წავიდოდი სადმე და დავისვენებდი, განსაკუთრებული სიამოვნებით ვეწვეოდი საბერძნეთს კიდევ ერთხელ, არასოდეს დამავიწყდება როგორ ლამაზად და მხიარულად შევხვდი ახალ წელს ათენში, ის ორი კვირა რაც იქ გავატარე, ეს იყო სრული სიმშვიდის, სიამოვნების “ჭამის, ლოცვის და სიყვარულის”  12 დღე საყვარელ კაცთან ერთად…ჩემი საყვარელი ადამიანისთვის  ეს იყო ლამის მეორე სამშობლოდ ქცეულ ქვეყანაში დაბრუნება…მაგრამ ჩემთვის სრული სიახლე გახლდათ,  ეს იყო ჩემი მშვენიერი მაგრამ სულ რაღაც 3 წლით დაგვიანებული  თაფლობისთვე…  საყვარელი ადამიანი რომ დილით მძინარეს გეფერება, ამ ფერებაში რომ გეღვიძება და ახალგამოწურული ბერძნული ფორთოხლის წვენის სურნელი რომ გიღიტინებს, გაცოცხლებს და მთელი დღის მანძილზე ყველაფერი რომ აღგაფრთოვანებს ესაა სრული იდილია… ახალი გარემო, ახალი სამოსი, ახალი ხედები,  ბევრი სუვენირი, საყვარელი ადამიანების ნახვა, მათი მოფერება, უცხო ქუჩებში ხეტიალი და განახლებული გაფერადებული გამოცდილი  სიყვარული…მომენატრა ეს გრძნობა, საოცრად მომინდა ამ ყველაფრის თავიდან განცდა… ყველაზე ტკბილად ქუჩებში ხეტიალი მახსენდება, ყველგან  მუსიკა და კიდევ წაბლი, ჩემს თვალწინ შემწვარი წაბლის დიდი კაკლები… მოკლედ იქ ყველაფერი ისე იყო როგორც გამგზავრებამდე ვოცნებობდი, ან კიდევ უფრო მეტიც, როგორც რომანტიკულ ფილმებში მინახავს…

522404_568157216552159_640941147_n

შეიძლება დღევანდელ ცხელ სამუშაო დღეს  სულაც არ გამხსენებოდა ჩემი ბერძნული თაფლობისთვე და ლამაზი მოგონებები შემთხვევით რომ არ მეყურებინა კადრები ძველი ფილმიდან “ჩემი დიდი ბერძნული ზაფხული”…  თავისუფლად შეიძლება უყუროთ ამ ფილმს ხალისით, ვისაც ბერძნული ჰაერი გისუნთქიათ გაიხსენოთ და ვისაც არა გეგმა შეადგინოთ, როგორ გაატაროთ ერთი ლამაზი ბერძნული ზაფხული, წელს თუ არა მომავალში… მე კიდევ დაველოდები როდის მიმიპატიჟებებ ბერძენი ღმერთები თავიანთ სამფლობელოში ჩემს სიყვარულთან ერთად…

P.S. არა რა, აშკარად მჭირდება უდარდელი და უცხო დღეები…. თქვენც ხომ?

5 thoughts on “ჩემი ბერძნული დღეების ნოსტალგია…

  1. Pingback: რა საჭიროა ბევრი სიტყვები, როცა თვალები მეტსაც გეტყვიან… | კუში-კუში...

  2. Pingback: რა საჭიროა ბევრი სიტყვები, როცა თვალები მეტსაც გეტყვიან… | კუში-კუში...

  3. Pingback: რა საჭიროა ბევრი სიტყვები, როცა თვალები მეტსაც გეტყვიან… | კუში-კუში...

  4. A Magazine

    სიყვარულით ავივსე ამ პოსტით. მეც მომინდა თაფლობის თვე, არ მქონია სამწუხაროდ და არც საბერძნეთში ვყოფილვართ. 🙂

    Like

    Reply
    1. კუში–კუში Post author

      ჩემი იყო მაგრამ 3 წლის დაგვიანებით 😀 მაგრამ მთავარია იყო და თან დაუვიწყარი, არასოდეს არაა გვიან, პირიქით მე თუ მკითხავ ასე დაგვიანებით უფრო საინტერესოა… იმდენ ახალს აღმოაჩენ მასში რომ თავად გაგიკვირდება…

      Like

      Reply

Leave a comment