მე და მაინც მე…

149096_391707720905388_332754680_n

სულ მაღიზიანებს ის ფაქტი რომ რასაც ვისურვებ ვერაფერს ვერ ვაკეთებ ისე როგორც მე მინდა ანუ ვაკეთებ მაგრამ ჩემს ოცნებებში რომ წარმომედგინა ისე ვერა… საერთოდაც ძალიან ცუდი ხასიათი მაქვს ასე ვასკვნი, რაა უბედურებაა იყო ყოველთვის დამთმობი და ყოველთვის იყო ჩუმად მაშინ როცა გინდა ხმამაღლა იყვირო… წლებია უკვე საკუთარ მისწრაფებებს პატივს აღარ ვცებ და ეს საერთოდაც არაა საამაყო… ბევრჯერ ვყოფილვარ მართალი და არაფერი მითქვამს, ბევრჯერ არ ვყოფილვარ მართალი და რა თქმა უნდა მაშინაც არაფერი მითქვამს…

არ მიყვარს კონფლიქტები, არ მიყვარს გაბუტვები, არ მინდა გაბზარული ურთიერთობები, თუ აღარ მინდა მორჩა, უბრალოდ აღარ მინდა…შემიძლია ათასჯერ მოვიხადო ბოდიში და გადავიხადო მადლობა, მხოლოდ იმისთვის რომ მიყვარს…და არა იმისთვის რომ დამნაშავე ვარ…  მაგრამ დღეს ამ განწყობაზე ვფიქრობ რომ ეს სულაც არაა კარგი…

და მაინც, მე სულ ვასწავლი ჩემს პატარა გოგოს რომ იყო მომთმენი, ზრდილობიანი, ხალისიანი… ვატყობ რომ ის უფრო სხვანაირი იქნება ვიდრე მე, სადღაც გულის კუნჭულში მინდა კიდეც რომ ჩემზე ძლიერი იყოს… არ მინდა მე მგავდეს, მე, რომელიც მშიშარა ვარ, მე, რომელიც ვერ ერკინება ცხოვრების სირთულეებს და ყველაფერზე ეტირება, მე, რომელიც სულ ოცნებობს მაგრამ ამ ოცნებებს ვერასდროს იხდენს… დაფიქრებულხართ იმაზე რომ ხანდახან ოცნებების ახდენის შეგშინებიათ? მე მეშინია…

სულ მაინტერესებს როგორი ვარ სხვისი თვალით დანახული…

გული მწყდება რომ არ ვარ ძლიერი…

გული მტკივა რომ არ ვარ ჯანმრთელი…

გული მწყდება რომ არ მყავს ჩემი “alter ego” ადამიანის სახით…

გული მტკივა რომ  არ შემიძლია გავექცე საკუთარ თავს….

მაგრამ მაინც მიხარია რომ ვარსებობ, არ ვარ ბოროტი, მყავს ოჯახი და 5 წლის სიფრიფანა ქალიშვილი…

P.S. დღის ამოჩემება სიმღერა, რომელსაც Mariefille’s Blog–ზე გადავაწყდი…

(სურათზე დადებული ციტატის ავტორზე თავს ვერ დავდებ, მაგრამ რა ფორმითაც შემთხვევით აღმოვაჩინე ესაა)

Advertisements

6 thoughts on “მე და მაინც მე…

  1. tami ამბობს:

    ცვლილებების დროა მეგობარო. ჩემი და სულ ჩამჩიჩინებს ხოლმე იყავი ის ცვლილება, რომელიც გინდა იხილოო. მშვენიერი სიტყვებია.

    Like

    • კუში–კუში ამბობს:

      მართლა მაგარი სიტყვებია… მაგრამ შესრულებაც ხომ უნდა? მე კიდევ ძალიან მშიშარა ვარ…. მაგარი გოგო ჩანხარ და დაც მაგარი გეყოლება შენ 🙂 მადლობა გამხნევებისთვის!!!

      Like

      • tami ამბობს:

        რა ადვილია იცი, უბრალო სულ იმას აკეთებ რაც გინდა, როგორც გინდა და როცა გინდა. მე ეგოისტი და ნარცისი ვარ . ასე რომ არა მგონია მთლად ასეთი უკიდურესობა კარგი და მაგარი იყოს, თუმცა მაინც მადლობა.

        Like

  2. ShaviMargalti ამბობს:

    ჩემზე ჭორაობს ეს ორი მაგარი ბლოგერი! კუში ალბათ გული ძალია უნდა გატკინოს უსამართლობამ, რომ ერთხელაც ის გააკეთო, ან ის თქვა რაც გინდა! სუსტი მაშინაა ადამიანი, როდესაც ღრმად სჯერა , რომ სხვები მართლები არიან და თვითონ ჩუმად უნდა იჯდეს! ☝

    Like

    • კუშის ბლოგი / kushi's blog ამბობს:

      ჯერ კიდევ რა ხნის წინ გვიჭორავია ხედავ?! შენ კიდევ ეხლა ისეთ პოსტებს წერ რომ ეს პოსტი ვერ გაგამხნევებს… ისე კი კიდით კიდემდე მართალი ხარ, ნუთუ ერთხელ მაინც არ უნდა მოიქცე ადამიანი ისე რომ არავის რეაქციაზე არ იდარდო?! ჯანდაბას ყველა და ყველაფერი, როცა ჩემს გულს უნდა და უხარია… – მაგრამ ჩემთვის ეს მოწოდება სულ ცარიელ სიტყვებად რჩება ხოლმე 😦

      Like

      • ShaviMargalti ამბობს:

        ერთხელაც ამოხეთქავს შენშიც, უსამართლობის შეგრძნების ვულკანი და ვაი იმათ, ვინც მის ლავაში მოჰყვება ^_^
        ჩემი პროექტი დამთავრდა, თან წარმატებით

        Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s