“სიყვარული ეს ყველაფერია რაც გჭირდება”

519cd8913a56f-Love-is-All-You-Need

ყველა ადამიანს აქვს საკუთარი ოცნება, საკუთარი სიხარული და საკუთარი ტკივილი… ყველა ადამიანს აქვს საკუთარი ცხოვრებისეული პრიორიტეტები, რომლებიც ზოგჯერ ძალიან განსხვავდებიან, ყველა ადამიანს აქვს ცხოვრებაში რთული პერიოდი და აქვს ამ პერიოდიდან გამოსვლის მუდმივი იმედი…ყველა ადამიანს აქვს უფლება უყვარდეს… ყველა დამიანს სადღაც ვიღაც რაღაცნაირი ყოველთვის უყვარს…

“სიყვარული ეს ყველაფერია რაც გჭირდება” … ფილმი რთული ცხოვრებისეული პრობლემებით, იტალიური ბოჰემით, ლამაზი ხედებით, ჭრელი ურთიერთობებითა და სიყვარულით… მარადიული სიყვარულით, სულერთია ის რა ასაკში გეწვევათ ახალგაზრდობის თავნება და ჯიუტ ხანაში თუ მოწიფულობის შემოდგომისეულ ბარაქიან და გამოცდილ დროებაში…. სულერთია რა დროს შემოგანათებთ… მთავარია გაგათბობთ…  ცოტათი ბანალური სიუჟეტი ნუ აღგაშფოთებთ, მარტივად შეხედეთ ცხოვრება მართლაც ძალიან ბანალურია…. შესანიშნავი მსახიობები ნამდვილ სიამოვნებას მოგანიჭებენ… ჯადოსნური იტალიური ჰანგები და იტალიური ვილა ზღვაზე… უბრალოდ შეიგრძენით…

მე უსათუოთ, უსათუოდ წავალ ოდესმე იტალიაში…წავიყვან ჩემს ქართველ ფილიპს, რომელსაც ვუყვარვარ ჩემი ტკივილით და მე ის ამის გამო 2–ჯერ კი არა 100–ჯერ უფრო მეტად მიყვარს, მოვძებნი ვილას ლიმონით დახუნძლული ხეებით და მისი აივნიდან დავტკბები ხმელთაშუა ზღვის ლიცლიცით….

მანამდე ისევე როგორც მე, თქვენც ისიამოვნეთ ამ წარმტაცი სანახაობით…მოიდგით გვერდით ნამდვილი ჭიქა წითელი ღვინო, უყურეთ ფილმს და კიდევ ერთხელ წაიკითხეთ ეს სტრიქონები… თქვენს აზრს ველი…

OR_Love Is All You Need 2012 movie Wallpaper 1600x1200

971760_538583902855094_87396124_n

 3

Dining-Alfresco-Venice-Italy

LACURE_2048699_1

P.S. ვინც ამ ფილმით ისიამოვნებთ დარწმუნებული ვარ არანაკლებ მოგნუსხავთ იტალიური გარემო ფილმებში: “Under the Tuscan Sun” (2003) ” A Good Year” (2006) “Letters to Juliet” (2010) … ან იქნებ თქვენ იცით კიდევ?

8 thoughts on ““სიყვარული ეს ყველაფერია რაც გჭირდება”

  1. mecmikvarkhar

    ყველა ჩამოთვლილი ფილმი ძალიან კარგი საყურებელია, სასიამოვნო ემოციებს აღძრავს და არის პერიოდები, როცა ასეთი ფილმები ყველას გვჭირდება 🙂

    სიყვარული ეს ყველაფერია – გადმოწერილი მაქვს და ჯერ ვერ მოვაბი თავი. მაგრამ ამ რეჟისორის სხვა ფილმებს გირჩევ განსაკუთრებით ამ ორს თუ ნანახი არ გაქვს http://www.imdb.com/title/tt0457655 და http://www.imdb.com/title/tt1340107/

    Like

    Reply
    1. kushichka Post author

      არ მაქვს ნანახი და სიამოვნებიტ ვნახავ პოსტერები მშვენიერი აქვს… ნუ მადლობა ერთგულ სტუმრად მიგულე…. მიყვარს ასე გემრიელი ბლოგები, მე ჯერ ვწვალობ რაღაცეებს… 🙂

      Like

      Reply

Leave a comment