Home, Sweet Home…

sweet home sign

რაღაც არანორმალურად მენატრება ჩემი სახლი… სიგიჟემდე…ისეთი სევდა შემომერია რომ არ ვიცი რა ვქნა…. ვერც წასვლას ვახერხებ, ვინც მუშაობთ ადვილად გაისიგრძეგანებთ შინ ვერ ყოფნის ტკივილს…

მენატრება ბავშვობა და ის სილაღე რაც მხოლოდ პატარებს სჩვევიათ…მენატრება ჩემი დიდი სახლის დიდ ეზოში აღმა–დაღმა ბოდიალი, ჩემი ეზოს ყვავილებით გაბრუება, ჰამაკში ჩაწოლა და წიგნების იქ კითხვა, ჩემი ეზოს ხილის მირთმევა, მენატრება ჩემი სახლის დალაგება და გალამაზება, ის რაც ასე ძალიან მეზარებოდა ხოლმე…მენატრებიან ჩემი ბავშვობის მეგობრები, რომლებიც დაიფანტნენ და ურთიერთობების განელდა…არადა ნეტავ ახლა მათთან ერთად მათამაშა, მათთან ერთად მახტუნავა… მენატრება ჩვენი ნაცოდვილარი ხილის წვენები და ნამცხვრები…სინამდვილში დედის გაკეთებული რომ იყო და ჩვენ ყურებით ვიბრალებდით კეთებას… მენატრება დილით ჩემი ოთახის ფანჯრებში შემონათებული მზის სხივები და დედის გამზადებული საუზმე… მენატრება ჩემი თავი ძილისგან  ამღვრეული  თვალებით…

ის ადამიანები მენატრება ვინც ჩვენს გვერდით ცხოვრობდნენ, მეზობლობის ასე ლამაზი კულტი რომ ჩამომიყალიბეს ჩემს ცნობიერებაში და ახლაც არ მინდა ხოლმე დავიჯერო რომ სხვანაირი მეზობლობა არსებობს ამქვეყნად…მენატრება მათი რჩევა–დარიგებები, ასე რომ მძულდა მათი მოსმენა… ჰო, არ ვუსმენდი, სად ვიყავი თურმე, ცხოვრებაში ყველა რჩევა წინ დამიხვდა…

beautiful-pictures-of-nature-wallpaper-130

მენატრება ტიალი მინდორი, რიონის ნაპირი, გვირილებით “მოქსოვილი” გვირგვინი,  ჭილოფის ქუდები და … ღმერთო რამდენი რამე მენატრება… თურმე რა უბრალო და ამავე დროს რა დიდებული ბავშვობა მქონია…

ყველა დაბადების დღე მახსოვს, ყველა ნამდვილი დღესასწაული იყო, დედიკოს თბილი ხელებით გამომცხვარი დიდი ტორტებით და ნამდვილი გულწრფელი ჟრიამულით…. როგორ მენატრებიან ყველანი,  ჩემს ბავშვურ წვეულებებზე რომ მუდამ მოეჩქარებოდათ…ნეტა მათ თუ ვენატრები ხოლმე, ხანდახან, ისე ათასში ერთხელ…მე სულ მახსენდებიან….

dsc_0041-ps

მენატრება ჩემი ეზოს გაზაფხული ნარცისებით, ფურისულებით, იებით და ყოჩივარდებით, მენატრება ჩემი ეზოს ზაფხული ჯადოსნური ჰამაკით და მოხარშული სიმინდის ბარაქიანი ტაროებით…. მენატრება ჩემი ეზოს შემოდგომა კარალიოკის მწივე ნაყოფით და გულაბი მსხლის ქარვისფერი განძით…მენატრება ჩემი ეზოს ზამთარი თოვლით გადათეთრებული საბნით…  ჰო მართლა, ზამთარზე  სულ ერთი რამ  მახსენდება, ჩემი ბავშვობის მეგობარი, ჩათვალეთ რომ ჩემი მეორე ძმა მათე ბიჭი, მამაჩემს როგორ ეხვერწებოდა, ბიძი თოვლი მასესხეო…. ნუ გეცინებათ, პატიოსნად ვასესხეთ და იმანაც პატიოსნად ეგრევე წაიღო…. სამაგიეროდ ზაფხულობით მის ეზოში ფარეხზე შემოსკუპებულები მე და ჩემი ძამიკო მწიფე წითელ ბალს მივირთმევდით გემრიელად… მაშინ სულ არ მედარდებოდა ბალი რა ღირდა ბაზარში…

tumblr_lx0vw1wklW1r8k6fvo1_500

მენატრება ჩემი ოთახი და ჩემი ფისო…არადა ახლა რომ მკითხოდ ცივად გეტყვით აღარ მიყვარს ფისოები-თქო…ნეტა რამ გადამაყვარა…

იმდენი ვინმე და იმდენი რამე მახსენდება ამერია უკვე ყველაფერი… გული მწყდება რომ იმ დროში ვერაფრით ვერ დავბრუნდები… რომ შეიძლებოდეს, დამიჯერეთ ნახევარ სიცოცხლეს დაუფიქრებლად დავთმობდი…

Advertisements

2 thoughts on “Home, Sweet Home…

  1. Nino Kashibadze ამბობს:

    ნუ ამატირე 😦 შენს ეზოშიც ვიყავი ახლა და შენს ბავშვობაშიც. მეგონა მე მქონდა გამძაფრებული გრძნობა, ბავშვობის მონატრების…. “ჩვენ ყველანი ბავშვობიდან მოვდივართ”- ეს რომ ყოველ დღე (თუ ყოველ წუთს არა) გვახსოვდეს ჩვენ – ყველას, მეტად კეთილი იქნებოდა სამყარო . მე ასე მჯერა! მიყვარს ბავშვები, მათი უმანკოება და მიყვარს ჩემი ბავშვობა, რომელიც იყო ზღაპარი ❤

    Like

    • კუშის ბლოგი / kushi's blog ამბობს:

      ნუ იტყვი ნი, სასწაულად მენატრება ის დრო, კიდევ ბევრი ნიუანსი არ დამიწერია ნა რა დაწერს მაგდენს, ანდა ზოგ რამეს სიტყვებითაც ვერ გადმოსცემ… მუდამ მუდამ მენატრება ის დრო და ვთვლი რომ ოქროს შუალედ-დაჭერილი ბავშვობა მქონდა 🙂

      Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s