ანგელოზები ყველგან არიან…

PicMonkey Collage

ოსნე საიეშტადი გაცნობისთანავე რომ შევიყვარე აღარ დავიწყებ ამის მოყოლს…. დაბადების დღეზე   საჩუქრად ასე დამაინტერესებელი და ჯერ კიდევ ახალი გამოცემული  “გროზნოს ანგელოზი” მისახსოვრეს, უცებ, სულ უცებ შევისრუტე მთელი ისტორია… რა აღმოვაჩინე იცით? ანგელოზები ყვველგან არიან, სულერთია მას სად იპოვით, დამპყრობელ და ძალაუფლების მოყვარე რუს ხალხში თუ ფანატ და მეომარ ჩეჩნებში…  რა ხდებოდა ჩეჩნეთში? 90–იანი წლებიდან მოყოლებული ლამის დღემდე ყველაფერს რაც იქ ხდებოდა რეალურად ამ წიგნის ფურცლებზე გაგანდობენ… თქვენ კი არათუ გულგრილი არამედ შეძრწუნებულნი დარჩებით და დამიჯერეთ უთუოდ გაგიელვებთ ფიქრად – მადლობა ღმერთს რომ იქ არ დავიბადე… მოკლედ კიდევ ერთხელ წაიკითხავთ  დიდ და დაუსრულებელ მტრობაზე, დიქტატორ ლიდერებზე,  ბავშვობადაკარგულ მომავალ თაობაზე, შვილმკვდარ დედებზე, ტერორისტ გოგონებზე, და ცოტაც სიკეთეზე რომელსაც გროზნოს  ანგელოზი  ჰადიზატი ასე დიდსულოვნათ ასხივებს…  პატარა სინათლის სხივი ამდენი მტრობის და ბოროტების ფონზე….

1

საოცრად გამახარა “დიოგენეს ბიბლიოთეკის” ორი წიგნის ჩემს ხელში აღმოჩენამ… პიტერ კერის “ძარცვა” და ჯ.მ. კუტზეეს “სირცხვილი… პირველმა ისეთი სიმსუბუქე მომანიჭა უთუოდ სიამოვნებით წავიკითხავ კერის სხვა ნაწარმოებებსაც…. სიუჟეტი რაღაც საოცრება არ არის, მაგრამ სანამ არ თავს არ წაგაკითხებს არ მოგეშვება, მხატვარი მაიკლ ბოუნი გვიყვება ჯერ საკუთარ ბედნიერ და იღბლიან ცხოვრებაზე და შემდეგ საკუთარ უბედურებასა და უიღბლობაზე, გვიყვება მის კოლექციაზე, მის ცხოვრებაში შემოჭრილ უცხო ქალზე და ყველაზე მაგარ პერსონაჟზე წიგნში – მის აუტისტ ძმაზე, რომელსაც ყველაზე მაგარი შეხედულებები აქვს ამქვეყნად 🙂 წიგნი ძალიან ძალიან ადვილად და გემრიელად იკითხება…. მე მომეწონა!!!    რაც შეეხება “სირცხვილს”, ესეც ძალიან სწრაფად წავიკითხე. პროფესორობა და განათლებულობა სულაც არაა იმის გარანტი რომ ყველაზე შეუფერებელი შეცდომა არ მოგივა, მაგალითად საკუთარ სტუდენტთან არ გააბამ ურთიერთობას, როგორც ეს კეიპტაუნის უნივერსიტეტის ერთ პროფესორს დაემართა, ამ ამბის გახმაურებით შერცხვენილი საკუთარ ქალიშვილს სტუმრობს ცოტა ხნით და იქ მას კიდევ უფრო მტკივნეული შერცხვენა ელოდება, ეს საკუთარ ქალიშვილის ტკივილია, რომელიც სიამაყეს ამჯობინებს სირცხვილს…   წაიკითხეთ და აუცილებლად დაგაფიქრებთ ბევრ რამეზე… P.S. ამ წიგნის მიხედვით გადაღებული ფილმიც არსებობს ჯონ მალკოვიჩის მონაწილეობით, არაჩვეულებრივი ფილმია, წიგნის სრულყოფილი ეკრანიზაცია!!!

PicMonkey Collage 2

დარწმუნებული ვარ ძალიან ძალიან ბევრს გვაქვს წაკითხული დ. ტურაშვილის “ჯინსების თაობა”, მაგრამ თუ ვინმე ხართ აქ ისეთი, რომელსაც წინ გელით ამ წიგნის პირველად კითხვის ბედნიერება მაშინ რა გითხრათ, ცოტათი მშურს თქვენი…

” ოფიციალური იმედი არ არსებობს იმედი ერთია, ის შენია და შეგიძლია ამით იცოცხლო ”

” ..რადგან იმედის სულ ბოლოს კია არა, არასდროს კვდება “

” ადამიანმა არჩევანი ყველგან და ყოველთვის უნდა გააკეთოს “

“იქ სადაც ადამიანის სიკვდილი 14 მანეთი ღირდა ადამიანის სიცოცხლეს რა ფასი ექნებოდა”

” თვითმფრინავის გამტაცებლები ახლაც ცოცხლები არიან და სადღაც შორს, ძალიან შორს ამ ბოროტებით სავსე სამყაროდან , რადგან მათ უნდოდათ გაფრენა და მართლა გაფრინდნენ…”

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s