ჯიუტ და მეოცნებე პატარა ქალბატონებზე…

222ქალაქში წვიმს….  სულშიც წვიმს… ჩაის სითბო და სურნელი მოგონებებს მიღვიძებს… “პატარა ქალბატონებს” ვუყურებ… ახლა ისე ჩემია ეს ფილმი, მარტო ჩემი…. ძველია მაგრამ ისეთი,  რაც უფრო ძველდება მით უფრო რომ ფასდება… ფილმი წიგნს მახსენებს, ეს წიგნი სხვა წიგნს მახსენებს და საერთოდ ეს ყველაფერი ჩემს ბავშვობას მახსენებს…ჩემს სახლს და ჩემებს…. მეც უცებ პატარა ქალბატონი ვხდები…  ცოცხალი თავით ვერ დამაჯერებთ   ლუიზა ოლკოტის “პატარა ქალბატონებს” არ გავცნობივართო, ვინ არიანო და როგორები არიანო არ მითხრათ…. არ გამაგონოთ… და თუ მაინც … მაინც არ გაგიგათ მათ შესახებ რამე მაშინ ძალიან ბევრი დაგიკარგავთ ჩემო კარგებო…. ფილმი მაინც არ გინახავთ? ვარსკვლავთცვენაააა… ვარსკვლავივით წიგნის ვარსკვლავური ეკრანიზაცია… მართალია ქართულას წიგნი სრულად ნათარგმნი არაა მაგრამ, კარგად თუ დაძებნით წიგნის მაღააზიის თაროებზე ყველაზე ლამაზი მომენტები მთელი წიგნის მაინც შემოგეკითხებათ მშობლიურ ენაზე…. ისე ძალიან უხდება შობას და საერთოდ თოვლს…. უსასრულოდ გაგათბობს…

PicMonkey Collage…სულ მინდოდა დამეწერა, როგორ შემიყვარდა პირველად მამაკაცი…. ნუ გეღიმებათ და ნურც გეხუმრებათ, მაშინ სულ პატარა ვიყავი… მე ჯერუშა ებოტი ვიყავი წიგნიდან “გრძელფეხება მამილო” და ჩემი საოცნებო სიყვარული მისტერ ჯევრი იყო….. ამქვეყნად ყველაზე საუკეთესო მამაკაცია ის დღემდე ჩემთვის… პირველი სიყვარული მაინც სულ სხვააო, ამბობენ, ხომ გაგიგიათ…  ჯუდი, ჩემი საყვარელი ჯიუტი და თავნება გოგო… ბეჯითი და მეოცნებე, მე  სულ მჯერა რომ როცა რაღაცას გულით ინატრებ ის აუცილებლად აგიხდება…ცოტას რა თქმა უნდა საქმითაც თუ მიეხმარები ხომ საერთოდ…. ობოლთა თავშესაფრიდან კოლეჯში მოხვედრილი გოგოს ოცნება, გახდეს მწერალი ნელ–ნელა და ლამაზად სრულდება…

ნეტავ ისევ პატარა ქალბატონი ვიყო და ისევ პირველად ვშლიდე  ამ ზღაპრული წინების პირველ ფურცლებს… გული ისევ გამალებით მიცემდეს და ისევ ისე ბავშვურად მჯეროდეს რომ მე ხან ჯო ვარ, ხან კი ჯუდი…. ჯიუტი და მეოცნებე…

Advertisements

5 thoughts on “ჯიუტ და მეოცნებე პატარა ქალბატონებზე…

  1. letters from a woman ამბობს:

    აუ ჩემი შეყვარებულიც იყო მისტერ მამილო. ❤ კიდევ მყავდა მეორე შეყვარებული, პიტერ პენი. დღემდე მომწონს ჩემზე ასაკით პატარა ბიჭები. 😀

    Liked by 1 person

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s