წითელი კვერცხი, სურნელოვანი პასკა და გულში ნათქვამი “მომენატრე”

ისეთი არაფერი მინდა დავწერო წასაკითხად რომ ღირდეს მგონი მაგრამ მაინც უნდა დავწერო…ძალიან სევდიანი ვარ დღეს….წითელი პარასკევია, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ვეგებებით…ვიზეიმებთ და მერე იმ ადამიანებსაც მოვინახულებთ, სიკვდილს რომ გაგვიადვილებენ… რა მნიშვნელობა აქვს ვის რამდენი გარდაცვლილი ჰყავს, მთავარია რომ ახსოვს მივა წითელ კვერცხს გადაუგორებს საფლავზე და ეტყვის გულში – “მომენატრე, ქრისტე აღსდგა”… მერე პასკის ერთ პატარა მადლიან ნაჭერსაც აიღებს და მის მაგივრად დააგემოვნებს…ბევრს იღიმიან ადამიანები ამ დღეს, ერთმანეთს ეფერებიან და მხიარულობენ მაგრამ ასე მგონია ამაზე სევდიანი მხიარულება ამ ქვეყნად არ არსებობს… აღდგომას რომ ახსენებენ სულ მახსენდება ერთი ლექსიდან სტრიქონები…

“მაინც როგორი ტკბილ–მწარეა წაბლის თაფლივით–

 განცდა – ამ წელსაც ადგილზეა ყველა საფლავი”

/დიანა ანფიმიადი/

ადგილზეა და გელოდებიან…. და მეცოდება ის საფლავები რომ ელოდებიან და არავინ მიდის… ის ხალხიც მეცოდება რომლებსაც მისვლა უნდათ და არ იციან სად მოეფერონ თავიანთ ტკივილს…

534931_349542481760223_2111625918_n

მახსენდება ჩემი ბებო და ბაბუ..მასხენდება მათი მოყოლილი ყველა ზღაპარი, ყველა დარიგება, რაღაცეები შევასრულე, რაღაცეებს ახლაც ვასრულებ, რაღაცეები ვერ ავუსრულე…. .მახსენდება ჩემები და კიდევ ერთხელ გული მტკივა… ბებოზე სულ წიგნები მახსენდება და მისი უსაზღვრო სიყვარული ლიტერატურისადმი, ის ოთახი მახსენდება კედლის ციცქნა ნაწილსაც რომ ვერ შეხედავდი იმდენი წიგნების “გადამკიდე”… მახსენდება როგორ მასწავლა და შემაყვარა კითხვა ფეხმოტეხილმა და საწოლში მოფუსფუსემ… მისი რეცეპტი მარტივია, ძალიან მარტივი და მეც ვაპირებ რომ წიგნის კითხვის  შეყვარების ეს რეცეპტი ჩემს პატარა ქალიშვილზე “გამოვცადო”… მაშ ასე ავიღებთ  ანე–კატარინე ვესტლის “დედა, მამა, რვა ბავშვი და საბარგო მანქანა” დავუწყებთ კითხვას ბავშვს და  როცა მის თვალებზე ბავშვურ ინტერესს ამოვიკითხავთ და ელოდება სასურველ მომენტს, მაშინ ვჩერდებით და თავს ვიკატუნებთ რომ დავიღალეთ ცოტა შესვენება გვჭირდება, ან დაგველოდოს ან თავად წაიკითხოს სასურველი მონაკვეთი…. დამიჯერეთ აუცილებლად გააგრძელებს ბავშვი კითხვას… მე უბრალოდ სხვაგვარად არ შემეძლო…. ამ წიგნს კარგა ხანს დავატარებდი ყველგან აბსოლიტურად ყველგან მე ვცხოვრობდი მარენთან, მარტინთან, მარტასთან, მადსთან, მონასთან, მილისთან, მინასა და წრიპა მორტენთან ერთად და ბედნიერი ვიყავი…. ამ წიგნს მოყვა ჰარიეტ ბიჩერ სტოუ  “ბიძია თომას ქოხი”,  დედილო ასტრიდის “ბულერბიელი ბავშვები” “ემილის თავგადასავალი” “პეპი გრძელიწინდა” “სახურავის ბინადარი კარლსონი” “ჩვენც სალტკროკელები ვართ”… ეს იყო ყველაზე ლამაზი, ყველაზე ბავშვური, ყველაზე თბილი სამყარო რომელიც მე ბებომ მაჩუქა… მე დღესაც მახსოვს რომ თითქოს ერთად ვჭამდით მე და პეპი მაჭკატებს, რომ ანა და ბრიტა ჩემი მეგობრებიც იყვნენ, რომ ბიულერბიუში მეც ვცხოვრობდი თითქოს და მეც ვუკითხავდი ბაბუას გაზეთებს….მალინი, პელე, იუხანი და ნიკალასი სალტკროკიდან ჩემები იყვნენ სულ… ყველაზე მეტად ბებო იყო ჩემი…ის სულ ჩემთან იქნება…  ახლაც მახსოვს ბაბუაჩემის მუჭისხელა ცრემლები “ჯარისკაცის მამაზე”, მისი ყურში ჩაჩურჩულება შენ ხომ გამიმხელ ბაბუ სანამ გაიპარები? და ერთად კისკისი “მხიარულ რომანზე”… მენატრება ჩემი ბავშვობა და ისინი…

919601_463207247088768_2041710923_o

მახსოვს დედას გამომცხვარი ბევრი, ბევრი პასკა, გამოსაცხობად გამზადებულები მაგიდაზე სოკოებივით შემოსკუპებულნი, ბაბუას დაგემოვნების  სურვილით ანთებული თვალები და ჩვენთვის ჩუმად გადანახული ლიმონათები…მახსოვს მისი დარიგება “გამარჯობის თქმა არ დაგავიწყდეს ბაბუ, გამარჯობა ღვთისააო”… რამდენჯერაც გამარჯობას დავასწრებ ვინმეს, ასე მგონია, ბაბუას იმდენჯერვე ჩუმად ეღიმება…

836549b9-2a5d-4a42-9

რამდენი რამე მახსენდება და ვერ ვწერ…  მაგრამ არ ვდარდობ ამას, მთავარია რომ ვრძნობ და  ჩემთანაა ეს ყველაფერი ისევ… ამ აღდგომასაც მეც შევეგებები ღვთის მადლით და მეც მივაკითხავ ჩემს ტკივილებს, გულზე კვერცხს გადავუგორებ და ჩუმათ ვეტყვი როგორ მომენატრნენ…

 

Advertisements

2 thoughts on “წითელი კვერცხი, სურნელოვანი პასკა და გულში ნათქვამი “მომენატრე”

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s