მინდა, ვიღაც მელოდეს სადღაც …

ანა გავალდამ, ამ ფრანგმა მწერალმა ქალმა მასიამოვნა… არა ისეთი დიდი და დიადი კი არაფერი იყო მასში და მის ნოველებში, ვერ იტყვი რომ შეგძრა ან შეგცვალა, ან გადაგრია ან დაგღალა ან …რა ვიცი კიდევ რამდენი “ან” შეიძლება ვთქვა, მაგრამ ამას ახლა სულაც არ აქვს მნიშვნელობა…. ამ პატარ ნოველების კრებულში თქვენ იგრძნობთ ფრანგულ  სურნელს, ბოჰემას და სევდას…  მცირე ზომის ნოველები მოულოდნელი დასასრულით და უჩვეულოდ მარტივი სიუჟეტებით გიტოვებენ საშუალებას თავად განავრცო და გადააკეთო ნებისმიერი შტრიხი… მაგრამ მე მაინც ყველა  ნოველა უცვლელი დავტოვე ჩემს გონებაში…    ალბათ იმიტომ რომ მეც ქალი ვარ….PicMonkey Collage

მიყვარს ფრანგები… ყველაფერში მარტივები და ამავდროულად ძალიან ძალიან დახვეწილები არიან… ყოველ შემთხვევაში მე ასე მგონია…

ფრანსუაზა საგანიც მიყვარს მისი სევდით და რომანტიკით….  აი ისიც ისე უცებ შემომეკითხა მერე გული დამწყდა….

მოკლედ თუ არსად გეჩქარებათ, სახლში ხართ და ფანჯრიდან გაზაფხულის მზე გიცქერით და არ იცით რა აკეთოთ, მაშინ ამ ფრანგ ქალებს ეს ნოველები თქვენთვის დაუწერიათ… ჭიქა ყავა და აუხსნელი სიამოვნება…. ან თუ მგზავრობთ, შორი გზა გაქვთ დასაპყრობი და ეს აუტანლად გეჩვენებათ არ შეშინდეთ, აიღეთ ანას ან ფრანსუასას წიგნები და  გზა ფრანგული ამბების გარემოცვაში ისე გაილევა მერე უსათუოდ გული  დაგწყდებათ… ან იქნებვ ვინმეს ელოდებით და არადა არ მოდის, მერე რა რომ ქუჩაში ხართ ან მოსაცდელის ძელსკამზე იყინებით…. იკითხეთ და უსათუოდ გათბებით…. მე პირადად სამსახურში დილა გავილამაზე…კლიენტიდან კლიენტის მოსვლამდე ყველა ნოველას ვესტუმრე და არც  მინანია… არც თქვენ ინანებთ, იმიტომ რომ უბრალოდ ისიამოვნებთ…

Advertisements

4 thoughts on “მინდა, ვიღაც მელოდეს სადღაც …

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s