მე მქვია ოსკარი…ანუ როგორ მოვკვდეთ 10 წლის ასაკში მოხუცად და ბრძენად!

რა მნიშვნელობა აქვს წიგნის სიდიდეს, სიფართოვეს ან სისქეს როცა მთავარი მასში სათქმელია, არასოდეს არ მიყვარდა წიგნის არჩევა მისი სიდიდის მიხედვით, მე მასში მუდამ სიდიადე მხიბლავდა… ერიკ ემანუელ შმიტის “ოსკარი და ვარდისფერი ქალბატონი” იმდენად პატარაა თუ წიგნის მაღაზიაში მ ოხვდებით მის შესაძენად შეიძლება ვერც კი შეამჩნიოთ უცებ ისეთი ციცქნა და პატარაა, მაგრამ ამავდროულად დიადი და აზრიანი, ისევე როგორც ამ წიგნის მთავარი გმირი ოსკარი… დარწმუნებული ვარ ბევრს წაგიკითხავთ ან წასაკითხთა სიაში გაქვთ… ასეა თუ ისეა უნდა წაიკითხოთ…

1352369400

არასოდეს მინახავს ლეიკემიით დაავადებული ბავშვები უშუალოდ, მაგრამ ათასჯერ მინახავს მათი სახეებით სავსე კადრები… სულ იმას ვფიქრობ რომ ნეტა რას განიცდიან არ რას ფიქრობენ თავიანთი ბავშვური გონებით… პასუხი მათ მაგივრად აშკარად შმიტმა გამცა…  პასუხია ამომწურავი და სავსებით რეალური, შერწყმული ბავშვურ უშუალობასთან და სილაღე შერეულ სევდასთან…

OSCAR ET LA DAME ROSE

ოსკარი ძალიან მსუბუქად გვიყვება თავისი  სიცოცხლის რამოდენიმე დღეზე, იმ დღეებზე რომელიც ვარდისფერებში ჩაცმულმა ქალბატონმა  გაულამაზა, აჩუქა მას წლოვანების  ათვლის ახალი მეთოდი და  სიყვარული….  ოსკარი გვიყვება მშობლებზე, რომლებიც მისი ბავშვური რწმენით ლაჩრები არიან, იმიტომ რომ სიმართლეს თვალს ვერ უსწორებენ და ვერ ეუბნებიან საკუთარ ვაჟს ერთ მწარე რეალობად ქცეულ სიტყვას : “შენ მოკვდები!” … არადა რა ადვილია ოსკარს რომ ჰკითხოთ ამის თქმა მაშინ როცა ის თავად ცხოვრობს სიკვდილთან ერთად….  და თან თავად ღმერთს წერს წერილებს… ოსკარს  რომ ჰკითხოთ “მხოლოდ ღმერთს აქვს ჩემი გაღვიძების უფლებაო” გეტყვით…

საავამყოფოს კედლები, უძლური მედიცინა,  ექიმი დიუსელდორფი, რომელსაც ოსკარს რომ კითხოთ წარბები უჩმახებს… ცისფერი პეგი, რომელიც იბრძვის ვარდისფერი სიცოცხლისკენ და ბევრი სხვა გმირი, საოცარი სიტუაციები და ძალიან, ძალიან დამაფიქრებელი ისტორიები და შეხედულებები შეგხვდებათ ამ წიგნში… ცრემლიც მოგაწვებათ და დარდიც…

f-2009-01-22-schmitt

მე მიყვარს შმიტი, მიყვარს მისი წერის მსუბუქი სტილი და აზრის სიღრმე… ოღონდ საქმე რაშია იცით, მე მიყვარს შმიტი ქართულად… იმიტომ რომ ქართულად ვეზიარე მის ნაწარმოებებს… მართლაც უნდა ავღნიშნო მთარგმნელის დიდი შრომა,  თანამედროვედ და მარტივად “გადმოქართულება”, ისე რომ არცერთჯერ არ შეჩერდე კითხვის დროს და არ იგრძნო სიყალბე, საკმაოდ რთულია, ამ წიგნების მთარგმნელი უბადლოდ აზავებს ერთმანეთს თარგმნის ხელოვნების თითქმის ყველა მოთხოვნას. ( მოსმენილი  მაქვს თარგმნის ხელოვნების კურსი და სულ ცოტაოდენი რაღაც გამეგება, როგორც ამბობენ მაგ მხარეს მეც მაქვს ჩავლილიო … ) მთარგმნელი ვინაა თუ არ იცით თავად მოძებნეთ და დაიმახსოვრეთ, თითქმის ისევე როგორც მწერალი და ნაწარმოების სათაური, ისინი ხომ ჩვენ მშობლიურ ენაზე გვჩუქნიან მსოფლიო შედევრებს. რა ამაყი ვართ რომ მართლაც საუკეთესო მთარგმნელები ჰყოლია და ყავს ჩვენს პატარა საქართველოს…. მწერლებზე აღარაფერს ვამბობ! ღმერთო გვიმრავლე….

Advertisements

2 thoughts on “მე მქვია ოსკარი…ანუ როგორ მოვკვდეთ 10 წლის ასაკში მოხუცად და ბრძენად!

  1. rusa111 ამბობს:

    ძველი კომენტარები აიღე? საშინელებათა ჟანრი-მეთქი, რომ გითხარი, ბოდიშს ვიხდი, შმიტი სტივენ კინგში ამერია.

    Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s