“ტურიკას” ზღაპრები…

ერთი ამოსუნთქვით შემომეკითხა დატო ტურაშვილის “გურჯი ხათუნი” და კიდევ  თერთმეტი მოთხრობა, რომელიც “ახალი ქართული ლიტერატურის” პირველ ტომს წარმოადგენს…  ალბათ არავის გაუკვირდება რომ ვიტყვი, უზომოდ მომეწონა–თქო, საინტერესოა  როგორ არ უნდა მოგეწონოს?!

gurji xatuni 450

გურჯი ხათუნის სილამაზეზე, სიდიადეზე მასზე შეყვრებულ  სულთან ქეიხუსრევ ბენ ქეიქუბადიზე, ვაზირ ფერვანზე, ქართველი მურზაყან ორბელიანზე, ლომისა და მზის გამოსახულებიან მონეტაზე, სამშობლოს სიყვარულზე და სხვა სათუთ თემებზე გვიყვება მწერალი სხვადასხვა მთხრობელის პირით, იქნება ის ასტროლოგი, ისტორიკოსი, მისიონერი თუ პროფესორი ეს სულერთია, მთავარია ამბავი, ის ამბავი ასე გრძნობით და თავდავიწყებით რომ ყვებიან საუკუნეების შემდეგაც….

მზითვად წაღებული “ვეფხისტყაოსანი” ეს ის ძლიერი ძაფია სამშობლოსთან რომ აკავშირებს გურჯ ხათუნს… იმ სამშობლოსთან კარგად რომც აღარ ახსოვს, მაგრამ მუდამ გრძნობს და ნატრობს….

სამშობლოდან წასულის ტკივილი იგრძნობა მოთხრობებიდან პირველში “ტატაშ მარშანში”…და სამშობლოსთვის თავგანწირვაც … პატრიოტული სულისკვეთება და სულიერი და ფიზიკური აჯანყება სამშობლოსათვის…

ალკოჰოლით გაჟღენთილი თავისუფლება და ვიღაც ძალიან ძალიან ლამაზი ცალხელა გოგოს ამბავიც აქვეა და გელით რომ შეისრუტოთ… ბევრი ვისკით და დილით…

გაგაოცებთ უცნაური ისტორია საქართველოში დამარხულ ინგლისელზე და მის შთამომავალზე, ახალგაზრდა ინგლისურის მასწავლებელზე ბაბუის საფლავს რომ იპოვის და ….

გაიგებთ როგორ აშენდა და მერე ჩაიფერფლა ყველაზე ლამაზი შენობა საქართველოში….ეს თბილისის საოპერო თეატრი იყო…. …. დაკარგული შემონა და კიდევ ერთხელ დაკარგული სამშობლო … “სამშობლო, სხვათა  შორის , ცეცხლსა ჰგავს– სულს თუ არ შეუბერავ, უბრალოდ ჩაქრება.”

პრაღა გაზაფხულის გარეშე და ადგილი სადაც მტრედები იკეთებენ ბუდეს… წაიკითხეთ და ისიამოვნეთ…მმმ…. ბოლოს წინ კურკას ამბავი… ისე პატარა და თან ისე დიდი რომ აი არ ვიცი… მიყვარს, მიყვარს, მიყვარს “ტურიკა”!!!

a9a173ea6404

ტკბილი ლუკმა ბოლოს “აჩიბაჩა და 40 ყოჩაღი”!!! არაფერს არ ვწერ ამ მოთხრობაზე ეს ნამდვილად უნდა წაიკითხოთ!!! უბრალოდ უნდა წაიკითხოთ….

ტურაშვილის “ამერიკული ზღაპრები” წავიკითხე კიდევ ამასწინათ…საოცრებებით სავსე 100 დღეზე ამერიკაში, იმ ამერიკაში ასე რომ ოცნებობდა ავტორის თაობა. ისეთი კარგი სტატია ვნახე ამ წიგნზე რომ მე აღარაფერს დავწერ… თავად წაიკითხეთ წიგნიც და სტატიაც… მე მომწონს და ჯერი ახლა თქვენზეა…

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

Advertisements

5 thoughts on ““ტურიკას” ზღაპრები…

  1. salolas ამბობს:

    ”გატნეული” არა, გატანებული 🙂 დანარჩენში ყველაფერში გეთანხმები, და მიხარია რომ მოგეწონა : )

    წინა ზაფხულს წავიკითხე ეს მოთხრობები და ბლოკნოტში მაქვს ამოწერილი თითოეულიდან საუკეთესო ეპიზოდები, ფრაზები და სიტყვები ❤
    ძალიან მაგარია, მართლა…

    Like

  2. rusa111 ამბობს:

    დათო ტურაშვილი მართლა კარგი მთხრობელია, “გურჯი ხათუნი” მეც მიყვარს, ოღონდ ეს მოთხრობები ყველა არ ვიცი. მე სხვა გამოცემა მქონდა.

    Like

    • კუში–კუში ამბობს:

      ძალიან კარგი მოთხრობები აქვს, საოცარი, რამოდენიმემ განსაკუთრებით დამამახსოვრა თავი…
      “აჩიბაჩა და 40 ყოჩაღი” თუ არ გაქვს წაკითხული აუცილებლად წაიკითხე რა…

      Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s