“უფრო ნაკლები ვიდრე გვსურდა, უფრო მეტი ვიდრე შეგვეძლო…”

წიგნის მაღაზიაში ჩვეულებად ქცეულ  შესვლაზე ვერც გუშინ ვთქვი უარი, დაღლილ დაქანცული რომ  ძლივს მივლასლასებდი ქუჩაში და ვფიქრობდი ათას რამეზე, არაფრის ყიდვას ამჯერად არ ვფიქრობდი, მაგრამ რა თქმა უნდა ხელცარიელი არ დავბრუნებულვარ შინ და ასე აღმოჩნდა ჩემი პირადი ბიბლიოთეკის თაროზე დიანა ანფიმიადის “ახლოხედვის ტრაექტორია” და სალომე ბენიძის “მოხსენებითი ბარათი”….

რაღაც უცხო სამყაროში მოვხვდი….უცხო გარემოში, უცხო ფიქრებით, უცხო დარდებით, უცხო რითმებით და საოცარი შედარებებით სავსე სამყაროში…ამ ლექსებს ისინი გაიგებენ. რომლებმაც ცხოვრებაში დეტალების ფასი იციან… მიუხედავად იმისია რომოივე კრებული მინიატურული ზომისაა, თითოეული სავსეა ზღვა  დეტალებით, იმ დეტალებით ცხოვრებას აზრს რომ ანიჭებენ…  ორივე კრებულის ავტორი ქალია და ამ კრებულებში არაჩვეულებრივად და არასტანდარტულად თანამედროვე ნაფიქრია გადმოცემული….

დიანას პოეტურ სამზარეულოში გამომცხვარი მომჟავო და თან მოტკბო, ცოტა ტკივილნარევი და ცოტაც ქიშმიშივით სიხარულმოყრილი პოეზია:

ლოცვა გარდაცვალებულთათვის

ჩემი საღამოს ლოცვებიდან
სიტყვებს იპარავს
 როგორც ვახშმიდან შემორჩენილ
პურის ნამცეცებს

მოუნათლავი მამაჩემი.
შენ კიდევ ამბობ
რომ დავრჩით
ტყავის ძველი ბურთის ერთი დაბერვა –
ნახევარსუნთქვა.

ლოცვასთან ერთად
თბილ ორთქლს ვუშვებ 
რაღაც ადუღებს – 
სიტყვებს -ასკილის ნაყენივით. 
შაქრის ნატეხებს
ვწუწნი და ვატკბობ სისხლს 
რომელსაც
სვამს ჩაის ჭიქით
მოუნათლავი მამაჩემი.
ვლოცულობ .
პირჯვრის გადაწერა.
ხელით – ფარგალით
მოვხაზავ მანძილს –
სწორედ იმდენს რაც შენ გეკუთვნის,
ფეხები კიდევ საით წავლენ,
(ვწუხვარ)
არ ვიცი.
და ისევ ამბობ – მოიკეცე სავალი გზები –
მუხლი მოკეცე.

განათებული სარკმელივით
ჩემი ყურება
გარედან.
ქარი.
გაყინული შუბლის მითბობა
ჩემი სხეულის სინათლეზე.
შენ კიდევ ამბობ
რომ გრძნობამ თვითონ გადაწყვიტა აღარ ისუნთქოს
და არ გეთმობა.

თარგმნის წესები

“…გვეთარგმნა,

ნიშნავს მზე შიშველი ხელით გვეკენწლა

 უფრო ნაკლები ვიდრე გვსურდა, 

უფრო მეტი ვიდრე შეგვეძლო…”

Advertisements

7 thoughts on ““უფრო ნაკლები ვიდრე გვსურდა, უფრო მეტი ვიდრე შეგვეძლო…”

  1. ეკა ამბობს:

    მგონი საინტერესო ბლოგი აღმოვაჩინე.სიამოვნებით დაგამატებდით რჩეულებში,ბლოგის ეს ტექნიკური მხარე რომ მესმოდეს.წარმატებებს გისურვებთ.

    Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s