“ხვალ დილით ადრე მე შენს გამო ვიცი მომკლავენ და გევედრები, ნუ უარყოფ რომ შენც გიყვარდი”

“სულთან ხანი ერთ–ერთი პირველი იყო, ვინც 2001 წლის ნოემბერში ქაბულში ჩასვლისას გავიცანი…” ამ წინადადებით იწყებს ერთი ნორვეგიელი ომის ჟურნალისტი ოსნე  საიეშტადი თავის,  ახლა უკვე ბესტსელერად ქცეულ რომანს ავღანურ ყოფა–ცხოვრებაზე და ამ კაცისა და მისი ოჯახის მაგალითზე გვაზიარებს იმ სასტიკ და ღმერთისგან ყოვლად მივიწყებულ მხარეს,მათ წესებს და კანონებს…კანონებს რომლის არათუ  შესრულება არამედ წაკითხვაც კი უკვე სულს გვიხუთავს…

asne02XcopyX7_1204615546_1204615563

ჩვენს წინ ავღანურ სცენაზეა ნამდვილი მაჰმადიანური ომი როგორც გარე ისე შინა მტრებთან და ომი ადამიანთა სულებში…. სცენაზეა ყველაზე დამღუპველი ძმები – ფანატიზმი და ტერორიზმი… სცენაზეა დიქტატორი მამაკაცები და მოსამსახურე ქალები… თუ გინდათ შეიგრძნოთ როგორ არ უნდა იცხოვროს ადამიანებმა მაშინ წაიკითხეთ ეს წიგნი, გაეცანით ამ ნამდვილ ამბებს რომელიც აგერ ჩვენს გვერდით, თანამედროვე, გენდერულად თანასწორ, ტექნოლოგიებითა და ლიბერალიზმით  თავმომწონე  სამყაროს გვერდით ხდება დღეს…

ვკითხულობდი და თითოეული ფურცლის ჩაკითხვისას გულში “მამაო ჩვენისავით” ეგოისტურად გამიელვებდა – რა კარგია ავღანელი რომ არა ვარ… მაგრამ იქვე გულს მწვავდა რომ ლამის ჩემი ტოლი ლეილაა ავღანელი, სონიაა ავღანელი,  ბიბი გიულია ავღანელი და სხვები და სხვები…ისინი ვისაც აზროვნება გაუპარტახეს….ბურკა ჩამოაცვეს და  მხოლოდ ფეხის მწმენდავებად და ბავშვების, არა, ბავშვებისაც არა, უფრო ბიჭების გასაჩენ მანქანებად აქციეს, იმ ბიჭების მერე რომ ფანატიკოსებად ან ტერორისტებად  გაზრდიან სულთან ხანისნაირი  განათლებას, ლიბერალური შეხედულების მქონე, ფანატიზმის მოძულე წიგნებით მოვაჭრის სახეს ამოფარებული ნამდვილი პატრიარქები… თუმცა სულთან ხანზე უარესი რადიკალისტებიც არსებობენ იქ და სწორედ ისინი “ჰყვავიან”…

მეცოდება ქალები…ბურკას ამოფარებულნი, უუფლებონი, უმომავლონი, წერა–კითხვის უცოდინარნი და მაინც თვითკმაყოფილნი… მეცოდება ის ქალებიც ვინც ამბოხი გაბედა, თუკი პარკში ბიჭთან შეხვედრა ან ბაზარში ხახვის საყიდლად წასვლა მარტო ამბოხია….მეცოდება ის დედაც ძმებს რომ ასეთი მიზეზებით დას აკვლევინებს…. არა მარტო მეცოდება, მზარავს… მაგიჯებს…ღამე არ მაძინებს…

წიგნში ვხვდებით პატარა პოეტურ ჩანართებს… მაგალითად მოცემულია იმ ქალთა მიერ შესრულებული სიმღერების ტექსტები, რომლებმაც ჩვეული კალაპოტიდან “ამოხტომა” გაბედეს…

“ხვალ დილით ადრე მე შენს გამო ვიცი მომკლავენ

და გევედრები, ნუ უარყოფ რომ შენც გიყვარდი”

1996 წელს თალიბანის მმართველობის დამყარების  შემდეგ ქვეყანაში სავალდებულო 16 მითითება გამოცხადდა :

  1. ქალებს ეკრძალებათ შილიფად ჩაცმა (თანმხლები ნათესავი მამაკაცის გარეშე ეკრძალებათ ტრანსპორტში ასვლა);
  2. ირძალება მუსიკა;
  3. იკრძალება წვერის გაპარსვა.
  4. იკრძალება ლოცვისთვის გამოყოფილი საათების დროს ტრანსპორტით გადაადგილება ;
  5. იკრძალება მტრედების მოშენება და ფრინველთა პაექრობის მოწყობა;
  6. იკრძალება ნარკოტიკების მოხმარება;
  7. იკრძალება ფრანით გართობა;
  8. იკრძალება სურათები და პლაკატები;
  9. იკრძალება აზარტული თამაშები;
  10. იკრძალება ევროპული ვარცხნილობა – გრძელთმიან მამაკაცს დააკავებენ და წესრიგის დამყარებისა და ცოდვათა დაძლევის სამინისტროს“ გადასცემენ, სადაც გაკრეჭენ. გაკრეჭვის ხარჯებს თავად დაკავებული დაფარავს.
  11. იკრძალება პროცენტის აღება ვალად გაცემულ თანხაზე
  12. იკრძალება მდინარის პირას მდინარის წყალში რეცხვა
  13. იკრძალება მუსიკა და ცეკვა ქორწილებსა და ნიშნობებში;
  14. იკრძალება დოლზე დაკვრა;
  15. მკერავებს ეკრძალებათ  მოდური ტანსაცმლის კერვა;
  16. იკრძალება მკითხაობა;

“წყალმა უწმინდურს უთხრა აქ მოდიო.

უწმინდურმა მიუგო, ძალიან მრცხვენიაო.

წყალმა უპასუხა, ცოდვებს უჩემოდ ვერ ჩამოიბანო.”

Advertisements

2 thoughts on ““ხვალ დილით ადრე მე შენს გამო ვიცი მომკლავენ და გევედრები, ნუ უარყოფ რომ შენც გიყვარდი”

  1. პატ ჰოლმანი ამბობს:

    ეხლაც გული ამიჩუყდა იმ ლექსების გამო , რაც წიგნშია ჩართული .
    რამხელა ტკივილი , უიმედობა , სიყვარული იგრძნობა .
    არადა ისინიც ხომ ჩვენნაირი ქალები არიან , სიყვარული , სითბო , პატივისცემა , დაფასება რომ სჭირდებათ ..

    Like

    • კუშის ბლოგი / kushi's blog ამბობს:

      ესეთი თემატიკის წიგნები სულ საშინელ ემოციებს აღმიძრავ ს და სულ გული მტკივა რომ ეს ყველაფერი აი დღესაც ხდება სადღაც ამ დედამიწაზე და ეს უბრალოდ წარსული არაა… აქვეა ჩვენს გვერდით და ვერაფერს ვერ ვცვლით ძირეულად…

      Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s