ის, ვინც მაჩუქა ყველაზე ლამაზი ლიტერატურული საღამოები…

ერთხელ მეგობარმა მირჩია ერიკ ემანუელ შმიტი წაიკითხეო….მერე ისე მოხდა რომ ვყიდულობდი და ვკითხულობდი ყველაფერს შმიტის გარდა… მერე ინტერნეტში ლევან ბერძენიშვილის ლექცია მოვისმინე,(რომელსაც ქვემოთ დავდებ) მომეწონა მაგრამ  ისევ მიმავიწყდა… 😦 ერთ საღამოს სამსახურიდან სახლისაკენ მიმავალმა ხელს გავაყოლე შმიტის “ოდეტ  ტულმონდი” და “ნოეს შვილი”, თუმცა რაღა გავაყოლე, ვიჩუქე ყველაზე ლამაზი წარწერით დედის დღეს…   “შენ ყველაზე ლამაზი დედა ხარ ამქვეყნად”  … ცხადია ჩემი შვილისგან არა, ის ჯერ პატარაა ამ წიგნებისთვის, თუმცა ერთი სული მაქვს როდის მოვა ამის დროც  და როგორ ეზიარება წიგნის სამყაროს… მანამდე კი  მე ვეზიარე შმიტს და მან  მაჩუქა ყველაზე ლამაზი ლიტერატურული საღამოები…

შმიტთან ზიარების პირველ საღამოს, ამქვეყნად ჩემთვის  ყველაზე ლამაზ წარწერიანი წიგნით დავიწყებ.

wpid-858043034010215775_656447904.jpg

“ოდეტ ტულმონდი” – 8 ნოველა 8 სხვადასხვა ქალის შესახებ… 8 ამბავი, 8 ტკივილი და 8 სიხარული…. ქალები ქალები და მხოლოდ ქალები ცხოვრების დიდ და უხეშ სცენაზე…. ნოველას ვიწყებდი და არ მინდოდა დამთავრებულიყო, დამთავრდებოდა ერთი და აღარ მინდოდა ახლის დაწყება, მინდოდა იმ ქალის სურნელით მესუნთქა…დავიწყებდი ახალს და ისევ კარუსელივით დატრიალედებოდა ჩემი გრძნობები…. მტკიოდა იმ ქალის ვინც მიატოვეს, არასოდეს აღირსეს პირველობა და სიყალბეში იცხოვრა, მაგრამ ეს სიყალბე ბოლოს მაინც ჭეშმარიტებად აქცია მისმა სიკეთემ, მტკიოდა იმ  ქალის რომელიც არ მიატოვეს მაგრამ მის გარეშე იცხოვრეს მაინც, უყვარდათ მაგრამ უტოპიურად, მტკიოდა იმ ქალის ვისაც მობეზრდა ცხოვრება და შვილების გაჩენა, ტვირთად ექცა ყველაფერი, მაგრამ ბოლოს მაინც ვერ იცხოვრა ამ ტვირთის გარეშე, მტკიოდა იმ ქალისაც  ნელ–ნელა რომ კარგავდა დროის და სინამდვილის აღქმას, სარკეში საკუთარი ასლი სხვა რომ ეგონა და ფარდის უკან ემალებოდა…მტკიოდა იმიტომ რომ საყვარელი ადამიანი გამახსენა, ის ვინც ამ დაავადების გამო თავის სიყვარულს  მეწყვილეს და  მეუღლეს  ცხოვრება რომ ერთად შემოაჭკნდათ ხელებში ბოლოს მამას ეძახდა და ეშინოდა…:( მტკიოდა იმ ქალების სიგარეტის ქაღალდებს სათუთად რომ ინახავდნენ ერთმანეთს აწებებდნენ და ამქვეყნად ყველაზე ლამაზ წიგნს წერდნენ, წიგნს საკუთარი ქალიშვილებისათვის…სამ ფურცელში ატევდნენ მთელ საკუთარ სამყაროს…  ვტიროდი და თან ვამაყობდი რომ ასეთი ძლიერები ვართ ქალები, როგორი სახეც არ უნდა მიიღოს უბედურებამ ჩვენ მაინც უდრეკად ვხვდებით და ვუძლებთ…ან ვერ ვუძლებთ, ყოველ შემთხვევაში ცდას არ ვაკლებთ მაინც…

მეორე საღამოს “ნოეს შვილმა” გამაბედნიერა…  “1942 წელს მშობლებს დაშორებულ შვიდი წლის ებრაელ ბიჭუნას, ჟოზეფს მოსიყვარულე და სამართლიანი ქრისტიანი მამა პონსი შეიფარებს. მამა პონსი ბელგიის პატარა სოფელ შემლეიში, ”ყვითელ ვილაში” მოღვაწეობს, თუმცა მხოლოდ ადამიანების სიცოცხლის გადარჩენით როდი კმაყოფილდება. ბიბლიური ნოეს მსგავსად, ისიც იმ ყველაფრის შენარჩუნებას ცდილობს, ამ უსამართლო სამყაროში ძალადობის ნიაღვარი წალეკვით რომ ემუქრება.”  – ასე ეწერა ამ პატარა ჯადოსნურ წიგნს ანოტაციად უკანა ყდაზე… მაგრამ ეს უფრო მეტია , გაცილებით მეტი ვიდრე ებრაელი ბიჭუნასა და მამაოს თანაცხოვრება…ეს სამყაროს გადარჩენის დიდი ცდაა… ესაა პატარა წიგნი ადამიანის თავის–უფლებაზე, რელიგიებზე და ცოდვებზე, ბოროტებაზე და სიკეთეზე, გულწრფელობასა და  პატივისცემაზე…

Eric-Emmanuel Schmitt gibt mit

მესამე საღამოს ისევ ხელს გამოვაყოლე “ულისე ბაღდადიდან”…    “მე მქვია საად საადი, რაც არაბულად „იმედ იმედს“, ხოლო ინგლისურად „სევდიან სევდიანს“ ნიშნავს…”– ხან ერთ სახელს ამართლებს ერთი უბრალო ერაყელი ბიჭი ხან მეორეს, ბიჭი რომლეიც ცდილობს სამშობლოდან გაიქცეს მამის სულთან ერთად….ამ წიგნში ინდენი მტკივნეული საკითხია წამოჭრილი და ისე მსუბუქად რომ ვერც კი ხვდები უცებ…ნელ–ნელა რაღაცეები დაგაფიქრებს,  აგაფორიაქებს მაგრამ ბოლოს ისევ მშვიდდები…ესაა ამბავი  ერაყული ცხოვრების წესზე, ბუშზე და ამერიკული ომზე ერაყში, ნარკოტიკებზე, რელიგიათა დიალოგზე,  ემბარგზე რომელზეც შმიტი წერს : “„ყოველი ერაყელი, ვინც ამ პერიოდს გადაურჩა, დაუდასტურებს და დაარწმუნებს გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში წამოჭიმულ ვაჟბატონებს, რომ ემბარგო საუკეთესო საშუალებაა ისედაც ტანჯული და გაუბედურებული ერის დასასჯელად და მმართველი წრეების გასაძლიერებლად. ემბარგო ცემენტია ტკივილებისათვის, ბეტონი დიქტატორების გასამტკიცებლად“…. ესაა ამბავი სიყვარულზე, ერთგულებაზე  და მოგზაურობაზე, ესა ამბავი იმედზე… გვირაბის ბოლოს სინათლეზე…

მეოთხე საღამოს “პილატეს სახარება” გამოჩნდა…. დავიწყე ამბის კითხვა იეშუაზე, იმ ღმერთზე მიუწვდომელიაო რომ ამბობენ, შორეული და უხილავია….. არადა ისე წერს ეს ჩემი მწერალი თიტქოს მისი ახლობლის ამბავს ყვებოდეს პირველ პირში, აგერ წინ მიზის ეს ჩემი ღმერთი და მიყვება ამბავს იმაზე თუ როგორ მიხვდა რომ ის “ის” იყო, მხსნელი და მესია…. მიყვება ამბავს პილატეზე ამ გადარეულ დეტექტივად ქცეულ ურწმუნო რომაელზე, მის  ნაზ მეუღლეზე და იმაზე თუ როგორ ხდება სულიერი მეტამორფოზა… ვინ იყო პირველი ჭეშმარიტი ქრისტიანი ამქვეყნად? … ქრისტეს მოციქულები თუ ის ვინც ურწმუნო იყო სულიტ ხორცამდე და ტანჯვით ირწმუნა? ეს პილატეა… ლაბირინთებიდან თავდახსნილი და სწორ გზას დამდგარი….

მეხუთე საღამოს….   მერე მოგიყვებით, შმიტის  სხვა ნაწარმოებებსაც რომ ვეზიარები… ცოტა უნდა შევჩერდე… იძულებით 😦

რა ბედნიერია ის ვინც ჯერ კიდევ ელოდება შმიტის გაცნობას….

პ.ს. აქვე შეპირებული ლექციაც, თან ერთი კი არა ორი…

Advertisements

13 thoughts on “ის, ვინც მაჩუქა ყველაზე ლამაზი ლიტერატურული საღამოები…

    • kushichka ამბობს:

      ბატონო მერაბ დიდი მადლობა ასეთი საუკეთესო თარგმანებისთვის, ნამდვილად შესანიშნავი ნაწარმოებებია აქვს შმიტს მაგრამ თარგმანი როგორც ამბობენ კიდევ ერთი ახალი ქმნილებაა და თქვენ საუკეთესო ქმნილებები შექმენით ჩვენს მშობლიურ ენაზე, გისურვებთ უამრავი საუკეთესო ნაწარმოებების თარგმანას და წარმატებებს….. უზომოდ გამიხარდა თქვენი კომენტარი ჩემს “ახალდაბადებულ” ბლოგზე!!!

      Like

  1. Author ამბობს:

    შმიტმა მეც გამაოგნა და შემაყვარა თავი ❤ ქართულ ენაზე თარგმნილი ყველაფერი წავიკითხე მისი. "ნოეს შვილი" და "ოსკარი და ვარდისფერი ქალბატონი" ყველაზე მეტად მომეწონა ❤ გენიალური მწერალია – სხვაგვარად გრძნობს ყველაფერს და ისე ადვილად მოაქვს სათქმელი, შეუძლებელია, არ გაიგო და არ დაიჯერო.
    პ.ს. თარგმანი მაღალი ხარისხითაა შესრულებული – გენიალურად მარტივ წიგნებს სიმაღლეებს, სიღრმესა და სიმარტივეს რომ არ უკარგავს.

    Like

  2. rusa111 ამბობს:

    მე ჯერ არ გავცნობივარ, თუმცა ისე დაგვიხატე, მომანდომე. საშინელებათა ჟანრი არ არის? მე ვერიდები ხოლმე ასეთ ლიტერატურას, სხვა ესთეტიკა მიყვარს!

    Like

    • kushichka ამბობს:

      არა საერთო არაფერი აქვს საშინელებათა ჟანრთან…. მართლა ისიამოვნებ დამიჯერე, წაიკითხე და ველი შენს შთაბეჭდილებებს!!!

      Like

  3. Mari ამბობს:

    მისი ერთი წიგნიღა დამრჩა წასაკითხი, რომელიც ქართულად არსებობს. დიდხანს მქონდა იმედი, რომ კიდევ რამეს გადათარგმნიდნენ, მაგრამ არა 😦

    Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s