ჰოლივუდური ფილმები, რომლის გმირიც ვიქნებოდი :)

ხანდახან ისეთი რომანტიკოსი ვარ რომ მე თავად ვეღარ ვუძლებ ჩემს თავს… ჩემს თბილ ოთახში მოკალათდები ხოლმე ძველი ფილმების საყურებლად და ამ ფილმების ყურებაში მეძინება..ზოგადად ჩვევად მექცა საღამოობით დაღლილს, ჩართულ ტელევიზორთან დაძინება…

მერილ სტრიპი მიყვარს… აი როგორ მიყვარს იცით, როგორც დეიდა ან მამადა უყვართ ხოლმე… არ ვგავარ, ამას რომ დავაბრალო, საერთო ერთ ნიშანს ვერ ნახავ ჩვენს შორის, მაგრამ მიყვარს და მორჩა… მისი ყველა ფილმი მიყვარს, ყველა როლში საუკეთესოა და ყველაში ორგანული და ჰარმონიული… მაგარამ, აი იმ ყველაზე სულელური კითხვასავით “დედა უფრო გიყვარს თუ მამაო?” რომ მკითხოთ  მერილის რომელი ქალბატონი იქნებოდიო არც კი დავფიქრდები, არც კი ამოვისუნთქებ, თვალსაც არ დავახამხამებ ისე გიპასუხებთ იტალიელი ფრანჩესკა რომ ვარ და მედისონის საგრაფოს ხიდზე გენიალური კლინტ ისტვუდის რობერტს რომ ვეპრანჭები…

aspontesdemadison_1

tumblr_lwys6xN4Jj1r1jtmho1_500

ჯულიაც მიყვარს, თმაკულულა ჭორფლებიანი წითური ჯულია, დიდ პირითა და მაინც მომაჯადოვებელი ღიმილით… მე ღიმილი არ მიხდება, მართლა არ მიხდება ზუსტად არ ვიცი ამ ღიმილის გარეშე როგორი ლამაზმანი ვიქნებოდი მაგრამ მაინც სიამოვნებით ვიქნებოდი რიჩარდ გირის გოგო ქუჩიდან… ან კიდევ იზაბელი ვიქნებოდი, ჰო დედინაცვალი რომელიც ანგრევს ყველა ურჩხული დედინაცვლის სტერეოტიპებს ჩვენი ბავშვობის ზღაპრებიდან… ან კიდევ ჰილარი ვიქნებოდი ფილმიდან “მოკვდე ახალგაზრდა” … ჰო ჰილარად ყოფნა მართლაც კარგად გამომივიდოდა ჩემი ბუნებიდან გამომდინარე…

tumblr_no698e5MvT1ushd6io1_500

“…ძალიან მიყვარს ნიუ–იორკი შემოდგომაზე, ამ დროს სკოლის მოსწავლეებს რომ ვუყურებ მშურს მათი….შენი სახელი და მისამართი რომ ვიცოდე კარგად წათლილი ფანქრების თაიგულს გამოგიგზავნიდი…თუმცა ამის არცოდნა ინტერესს ამძაფრებს.. ♥ ”

ასეთი რომანტიკული წერილის  თუ გამომიგზავნიდა ვინმე ტომ ჰენქსის მსგავსი მამაკაცი სიამოვნებით ვიქნებოდი მეგ რაიანის გმირი ფილმიდან “თქვენთვის წერილია”…  ჩემი მხრიდან არც მე დავაკლებდი რომანტიული წერილებს, ღამეებს გავათენებდი ჯ. ოსტინის “სიამაყე და მცდარე აზრების” კითხვაში, და სიამოვნებით მოვუვლიდი წიგნის პატარა  მაღაზიას დიდ ქალაქში…

youvegotmailrevisited02

მეგის და ტომ ჰენქსის წყვილი ძველისძველ ფილმში “უძინარნი სიეტლში” პირდაპირ აღმაფრთოვანებს, ნუ ზღაპარია გეთანხმებით, მაგრამ ლამაზი ზღაპარია…

მეგის კიდევ ერთი საოცარი გმირი ქალი მერი ჰეინია 1939 წელს გადაღებული ფილმ “ქალების” თანამედროვე ვერსიიდან…  ამბავი ძალიან ბანალურია მაგრამ ყველაზე მაგარი ისაა რომ  მთელი ფილმის მანძილზე არცერთ მამაკაცს არ ვხვდებით ფილმში, მაშინ როცა ყველა ქალი მათზე საუბრობს…

მერილის, ჯულიას და მეგის გვერდით ადგილს იკავებს ნიკოლ კიდმანის მკაცრი პირქუში ქალბატონები  და კემერონ დიასისა და დრიუ ბერიმორის კეთილი, ქარაფშუტა და  ცოტა თავქარიანი გოგონები 🙂 არ ჩამქოლოთ, სად ის და სად ესო მაგრამ გემოვნებაზე არ დაობენ, თუ როგორაა? 🙂

და ბოლოს ამ ჩემს მცირე სიას ახალი თაობიდან ენ ჰეთევუეის და კირა ნაითლის გმირებს შევამატებდი… tumblr_lkvry4TwJj1qafklto1_500_large Keira_Knightley_Drawing_1600-x-900-widescreen-1280x800

პ.ს. და რა იქნებოდა კინემატოგრაფია ტელენოველების გარეშე 🙂 ეს რა თქმა უნდა ხუმრობით მაგრამ… რა ვქნა მე არ შემიძლია ჩემს კერის ვურალატო და არ ვიოცნებო როგორი ვიქნებოდი მე სარას მაგივრად 🙂 სარა ალბათ ამ როლისთვის დაიბადა საერთოდ…

tumblr_m4aud2tmYt1qc04yqo1_400jzNWahvgjV0

Advertisements

2 thoughts on “ჰოლივუდური ფილმები, რომლის გმირიც ვიქნებოდი :)

  1. Sophie Sunny Golden ამბობს:

    ახლაღა ვნახე კომენტარი, სადაც ეს ლინკი დაგიტოვებია. გამიხარდა.

    მერილ სტრიპი მეც ძალიან მომწონს.
    ნიუ იორკულ ფილმებსაც ხომ არაფერი ჯობია.

    ადრე ალბათ მილიონი ვინმე გამახსენდებოდა და ახლა არ ვიცი, რომელი გმირი ვიქნებოდი.
    ალბათ რომელიმე სასაცილო გოგო, სულ სიცილით რომ კვდება და 30 წლის ასაკშიც კი მზის სხივები უღუტუნებენ ცხვირზე და ამაზეც სულ იცინის.

    დრიუ ბერიმორის გმირი ვიქნებოდი “ჩარლის ანგელოზებში”. ზუსტად, აი გამახსენდა :დ

    Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s