როგორ უყვართ მამაკაცებს, თუკი ნამდვილად უყვართ…

არ ვიცი წერა საიდან დავიწყო….იმდენად ვარ შეძრული ამ ნაწარმოებით რომ უკიდეგანოა ჩემი შთაბეჭდილება იმაზე თუ რა ძლიერი ფანტაზია შეიძლება ჰქონდეს ადამიანს და არარეალური ამბავი აქციოს მართლაც რომ რეალურად….წააკითხოს მკითხველს 700 გვერდი იმ განწყობით რომ ეს მოხდა…რომ ქემალს  ასე უყვარდა, რომ ასე იწამა….და რომ იცხოვრა….და თან ბედნიერად…. გეცნოთ ალბათ “უმანკოების მუზეუმის” მთავარი გმირი ქემალი….და იქვეა ფუსუნიც…. ამ ყველაფრის მიზეზი და მიზანი..

Image

კითხულობ და გგონია რომ  ის წინ გიზის, შენთან ერთად რაქს სვამს და გიყვება გიყვება უდიდესი ტკივილით და მოლოდინით სავსე სიყვარულის ისტორიას გიყვება ფიზიკური სიახლოვის 44 დღეზე, განშორების 339 დღეზე, 4213 სიგარეტის ნამწვზე,ფუსუნის ოჯახში გატარებული სევდითა და სირცხვილით სავსე 1593 საღამოზე, 5723 მუზეუმის მონახულებაზე…ბოლოს….ბოლოს ცაცხვის ხეზე და უკანასკნეკლ ამოსუნთქვაზე…..ბოლოს კი ზღაპარივით ამთავრებს მონოლოგს შენთან : “მინდა ყველამ იცოდეს რომ უბედნიერესი ცხოვრება გავიარე…”…და შენ გჯერა, გჯერა ეს ზღაპარი ისე რომ ყველაფერი გტკივა, სუნთქვას იკრავ და თვალებს ხუჭავ… მზად ხარ რომ იყო ის 18 წლის გოგო ვინც ამ ყვეფრის მიზეზია, მზად ხარ იმ დიდი ტკივილისთვის რაც გადაიტანა ფუსუნმა და ქემალმა, ოღონდ კი ვინმეს ასე უყვარდე….ოღონდ კი ვინმე ასე გელოდოს, ოღონდ კი ვინმე ასე გეფერებოდეს…ოღონდ კი ვინმეს ბოლო ამოსუნთქვამდე ჯეროდეს შენი….

…………..

ამთავრებ კითხვას და იცი რომ ასეთი შეყვარებული ქემალი არ არსებობდა, არც ასეთი გაბედული და ლამაზი ფუსუნი ცხოვრომდა ამ ქვეყნად და ეს სიყვარულიც მხოლოდ ერთი თურქი მწერლის ორჰან ფამუქის ნააზრევია…….მაგრამ მაინც ოცნებობ სტამბულზე, მაინც ოცნებობ იმ მუზეუმის კარის შეღებაზე რომელის მხოლოდ ნაფიქრის მუზეუმია….”ეს მუზეუმი ადგილია იმ შეყვარებულთათვის რომლებსაც ადგილი არ აქვთ საკოცნელად”–შემოგაპარებს ფამუქი ნაწარმოების  ბოლოს…და გინდა რომ სწორედ ასეთი შეყვარებული იყო….

ქალებმა ვიცით როგორ გვიყვარს ზოგადად, მაგრამ როგორ უყვართ მამაკაცებს?    აი ასე უყვართ მამაკაცებსო, ცდილობს ამ წიგნით დაგიმტკიცოს ფამუქმა. (ასეც ამბობს თურმე ამ წიგნზე)   ..მე არ ვიცი რამდენად ძლიერ უყვართ მამაკაცებს ქალები ან ყვარებიათ თუ არა ასე თავგანწირვით მაგრამ მინდა რომ ასე იყოს…მინდა ფუსუნი მე ვიყო და ჩემმა ქემალმა მიპოვოს… მზად ვარ ასეთი ტკივილისთვის….

მეხარბება იმ ადამიანების ვისც წინ აქვთ დოჩანაშვილისეული “პირველად წაკითხვის ბედნიერება”….წაიკითხეთ ფამუქის “უმანკოების მუზეუმი” და თქვენც ჩემსავით შეგეხარბებათ…მეორედ ამ წიგნზე მაშინ დავწერ სტამბულში თუ მოვხვდები და ამ მუზეუმს ვეწვევი…ეს დღეც დადგება მჯერა….მოლოდინის და მოთმინების უნარს ქემალს დავესესხები მანამდე….

Image

Advertisements

7 thoughts on “როგორ უყვართ მამაკაცებს, თუკი ნამდვილად უყვართ…

  1. LiLaC ამბობს:

    ზუსტად ის ემოციები დაგიჭერია, რაც მე ამ წიგნის კითხვისას…
    ძალიან მიყვარს ეს წიგნი. თან დიდხანს მეგონა, რომ ნამდვილი ისტორია იყო )))
    მუზეუმშიც ნამყოფი ვარ და ვერ აგიღწერ, რა შეგრძნება დამეუფლა…

    Like

    • კუში–კუში ამბობს:

      ვაიმე ძალიან ძალიან მინდა ამ მუზეუმის ნახვა, მართლაც კარგა ხანს მჯეროდა რომ ეს მართალი იყო, საოცარია ასე რეალურად აქციო ფანტაზია…სწორედ ეს არის ნიჭი!

      Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s