სადაც ლექსები გასათბობად მზეზე მიწვება….

…უცებ მოგეპარეთ და ისევ უცებ უნდა გავიპარო….ზამთრს მზე უნდა მოვსტაცოთ მე და ჩემმა მეგობრებმა…. ზღვის  წითელი  მზე….სუფთა ჰაერზე გავისეირნოთ და მერე ცივი ხელისგულები უნდა გავითბოთ…..დანარჩენს მერე მოგიყვებით…..მზეს უნდა მივუსწრო….

***

რაღაც მარტივი დღე, გათენდა ჩვეულებრივი,
მარტივი, სიოც უჩვეულო სისწრაფით მიჰქრის,
ზღუდე ჯებირის ავაშენე ლექსით ვერლიბრი
და რითმას ვტოვებ დავამთავრო სასახლე კირქვის.

ამ უჩვეულოდ ჩვეულებრივ დილის განთიადს,
ისევ სხვანაირ ალიონთან გამოეღვიძა
მზეც უშვეულო კაშკაშებით ისევ ანთია
და სიმარტივით დედამიწა ისე შეიძრა,

ცას მოსწყდა ბოლო, დედამიწის ზღვარზე ,რომ ედო
დილაც დამუნჯდა, მზე შეახმა ზეცის ხელისგულს,
დილაც განთიადს ობოლივით ისე მიენდო
ვით, ჩვილი ბავშვი სიცივეში გამთბარ დედის გულს.

ახლა, ვუსწორებ გაშეშებულ მნათობს კიდეებს
მარტივ განთიადს ფორმას ვუცვლი ნახატის ფონით,
ვწერ სტრიქონებად მზის საზღვრამდე ამსვლელ კიბეებს
და ვუცვლი დილას, მახარებელ ვარსკვლავებს ფორმით,

ფორმით ლექსების, რომ დილიდან ცაზე ეწეროს
მარტივი დილა უჩვეულო ლექსით იწყება
და არეული სტრიქონებით ვწვდები კენწეროს,
სადაც ლექსები გასათბობად მზეზე მიწვება.

რაღაც, მარტივი ,უჩვეულო დილა თენდება
ლექსი ვარსკვლავად ალიონის მკერდზე კიაფობს,
მზეც ხელისგულზე ლექსებს ისხამს ვაზის მტევნებად
და განთიადის სილამაზეს ლექსად მიამბობს!!  / არკუსი /

 Image

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s